• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

კარიერა თეგეტა მოტორსში

„თეგეტა მოტორსის"  წარმატება თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, ყველა მათგანს თავისი წვლილი შეაქვს კომპანიის განვითარებაში. დღესდღეობით კომპანიაში  900-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ჩვენ, როგორც მზარდი და წარმატებული კომპანია ორიენტირებული ვართ ნიჭიერი და პროფესიონალი კადრების მოზიდვაზე. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი გადამზადებით, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მუდმივად ვიზრუნოთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ეს მათთვის დიდი სტიმულია.  ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანია არსებული თანამშრომლების მოტივირება და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. ჩვენ განუწყვეტლივ ვნერგავთ გუნდური მუშაობის სტილს და ვქმნით კადრების შერჩევის ისეთ სისტემას, რაც შემდეგ კვალიფიციურ მომსახურებაში აისახება.

შემოსული რეზიუმეებიდან გადარჩეულ კანდიდატებს უწევთ რამდენიმე ეტაპის გავლა.  მნიშვნელოვანია ტესტირების ორი ეტაპი, ხოლო ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ  - რამდენიმე გასაუბრება. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თანამშრომელი გადის 2 თვიან საგამოცდო ვადას და მხოლოდ შემდეგ ხდება მასთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება. აღსანიშნავია, ასევე, კომპანიის მიერ ჩატარებული ღია კარის დღეები, სადაც  ხშირად იწვევენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს კომპანიის მენეჯმენტთან შესახვედრად, რათა გაუზიარონ მათ გამოცდილება და გამოარჩიონ საუკეთესონი.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შეავსეთ  სააპლიკაციო ფორმა 

შევსებული აპლიკაცია გთხოვთ გადმოგზავნოთ   vacancy@tegetamotors.ge

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.