• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

თეგეტა ქარდი

რა არის თეგეტა ქარდი?

Tegeta Card

"თეგეტა ქარდი“ ავტომფლობელთათვის განკუთვნილი ახალი ლოიალობის ბარათია. ბარათის ფლობის შემთხვევაში ისარგებლებთ „ჩემი ავტომობილის ისტორიის“ ონლაინ მომსახურებით.  ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენისას „თეგეტა ქარდზე“ აკუმულირდება ქულები, მათი გამოყენება სპეციალურ აქციებში მონაწილეობისას არის შესაძლებელი, ხოლო ბარათზე დაგროვილი დანახარჯების მიხედვით, თეგეტა ქარდის მფლობელები ისარგებლებენ ფასდაკლებით სხვადასხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

თეგეტა ქარდ კლასიკი

თეგეტა ქარდ კლასიკს მიიღებს "თეგეტა მოტორსის" ყველა კლიენტი.

თეგეტა ქარდ სილვერი

თეგეტა ქარდ სილვერს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც "თეგეტა მოტორსში" პროდუქტის/მომსახურების  შეძენისას დარეგისტრირების დღიდან დააგროვებს 500 ლარს ან მეტს (1,500 ლარამდე).

თეგეტა ქარდ გოლდი

თეგეტა ქარდ გოლდს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც "თეგეტა მოტორსში" პროდუქტის/მომსახურების შეძენისას დარეგისტრირების დღიდან დააგროვებს 1,500 ლარს ან მეტს.

 

ფასდაკლებები

  • ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენისას თეგეტა ქარდ სილვერის მფლობელები სარგებლობენ 5%–მდე ფასდაკლებით;
  • ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენისას თეგეტა ქარდ გოლდის მფლობელები სარგებლობენ 10%–მდე ფასდაკლებით.

სპეციალური აქციები

ბარათზე ქულების განსაღვრული რაოდენობის დაგროვებისას, მფლობელები მონაწილეობენ "თეგეტა მოტორსის" სპეციალურ აქციებში (მაგ. გამოცხადებული გათამაშებები, ქულების გაორმაგება და ა.შ).

როგორ ავიღო თეგეტა ქარდი?

თეგეტა ქარდი გაიცემა "თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერის ან აღრიცხვის ოპერატორის მიერ, „თეგეტა მოტორსში“ ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენისას. პირველ ეტაპზე ხდება მომხმარებლის დარეგისტრირება, ამისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი) წარდგენა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებაა საჭირო.

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისას და თეგეტა ქარდის აღებისას აუცილებელია სწორი ტელეფონის ნომრის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებთ „ჩემი ავტომობილის ისტორიის“  ვებ–გვერდზე  წვდომას.

 

როგორ ჩავანაცვლო ძველი ბარათი ახალი თეგეტა ქარდით?

ძველი ოქროს და ვერცხლის ბარათების მფლობელები მიიღებენ იგივე სტატუსის მქონე ახალ თეგეტა ქარდს. მათ მიერ ძველი ბარათის აღების დღიდან დაგროვილი ბრუნვები  შენარჩუნდება და გადავა ახალ ბარათზე.

ქულების დაგროვება ხდება მხოლოდ ახალ ბარათზე – თეგეტა ქარდზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ქულების დაგროვება იწყება თეგეტა ქარდის აღებიდან გადახდილი თანხების შესაბამისად.

როგორ ვისარგებლო თეგეტა ქარდით?

თქვენი ნებისმიერი შენაძენი "თეგეტა მოტორსში" გატარდება თქვენს თეგეტა ქარდზე.

გაითვალისწინეთ, რომ თეგეტა ქარდი ძალაშია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. ასეთი დოკუმენტის არ ქონის შემთხვევაში, თქვენს მიერ გაწეული დანახარჯი ვერ აისახება ბარათზე და ვერ შეძლებთ ბარათთან დაკავშირებული შეთავაზებების გამოყენებას.

თუ თეგეტა ქარდი თან არ გაქვთ კონკრეტული პროდუქტის/მომსახურების შეძენისას, ბარათთან დაკავშირებული შეთავაზებების მიღება შეგიძლიათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით.

როგორ ხდება თეგეტა ქარდზე ქულების დაგროვება?

–        ქულების დაგროვება შეუძლია თეგეტა ქარდის ყველა მფლობელს. ქულების დაგროვების პრინციპი ერთი და იგივეა სამივე ტიპის ბარათზე.

–        „თეგეტა მოტორსში“ ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენისას, გადახდილი 1 ლარით აგროვებთ 1 ქულას.

როგორ შემიძლია დაგროვილი ქულების გამოყენება?

თეგეტა ქარდზე ქულები გიგროვდებათ მანამ, სანამ თქვენ არ გადაწყვეტთ მათ დახარჯვას.

  • კომპანიის მიერ გათამაშების გამოცხადების შემთხვევაში, ქულების გადაცვლა შესაძლებელია გათამაშების ბილეთებში.
  • ქულების დახარჯვა შეგიძლიათ „თეგეტა მოტორსში“ პროდუქტის შეძენისას.

ავტოტექმომსახურების ზოგადი პირობები

  1. „თეგეტა მოტორსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის მიერ ავტომობილში დატოვებულ/დარჩენილ მატერიალურ ფასეულობაზე.
  2. „თეგეტა მოტორსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას კომპანიის ტერიტორიაზე კლიენტის მიერ, მისივე დაუდევრობით, მიღებულ ფიზიკურ დაზიანებაზე.
  3. იმ შემთხვევაში, თუ „თეგეტა მოტორსის“ მხრიდან კლიენტთან გაგზავნილია შეტყობინება (კლიენტის მიერ მოწოდებული ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით) იმის თაობაზე, რომ ავტოტექმომსახურება დასრულებულია, კლიენტი ვალდებულია გაიყვანოს კუთვნილი ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ ტერიტორიიდან შეტყობინების მიღებიდან 3სამუშაო დღისვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, „თეგეტა მოტორსი“ იტოვებს უფლებას კლიენტს დააკისროს კომპანიის კუთვნილი ტერიტორიის (როგორც სარემონტო ზონა, ასევე ღია ცის ქვეშ ტერიტორია) მოცდენის საფასური (დღგ-ს ჩათვლით)- 1 დღე-ღამე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
  4. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტექმომსახურების გასაწევად  საჭირო სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფა  ხდება კლიენტის მიერ, ეს უკანასკნელი ვალდებულია 21 კალენდარული დღის ვადაშიუზრუნველყოს ზემოთხსენებული ნაწილის  „თეგეტა მოტორსისათვის“ მიწოდება. აღნიშნულ 21 დღიან ვადაში სათადარიგო ნაწილების კლიენტის მხრიდან მიუწოდებლობის შემთხვევაში, „თეგეტა მოტორსი“ უფლებამოსილია კლიენტს დააკისროს წინამდებარე ზოგადი პირობების მე–3 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ანაზღაურება.
  5. კლიენტის მხრიდან ავტოტექმომსახურების  ზოგადი პირობების მე–3 და მე–4 პუნქტებით დადგენილი წესების შესრულებამდე, „თეგეტა მოტორსი“ კლიენტის ავტომობილზე იტოვებს  მფლობელობითი გირავნობის უფლებას.
  6. ავტოტექმომსახურების დასრულების შემდეგ, „თეგეტა მოტორსი“ უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ გადაადგილოს კლიენტის ავტომობილი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე.
  7. ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევისას, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ, „თეგეტა მოტორსი“ იხსნის პასუხისმგებლობას კომპანიის ტერიტორიაზე (როგორც სარემონტო ზონა, ასევე ღია ცის ქვეშ ტერიტორია) გაჩერებული ავტომობილების უსაფრთხოებაზე.

 

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.