• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

კომპანიის შესახებ

თეგეტა მოტორსი, წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 5 შვილობილ კომპანიას აერთიანებს: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასი (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants – ოფიციალური წარმომადგენელი) და ტოიოტა ცენტრი თეგეტა (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში).

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. 

"თეგეტა მოტორსი“ მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას, სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.  დღეს  კომპანიას 1000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 2000-მდე საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 21 ფილიალს, რომლებიც თბილისში და ასევე ბათუმში, რუხში (ზუგდიდი),ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქშია. ასეთივე წარმატებით  კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

"თეგეტა მოტორსი" Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და საქართველოში წარმოადგენს ისეთ მსხვილ და სახელოვან კომპანიებს, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Hankook, Varta, Exide, Optima, Shell, Motul, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Federal Mogul და ა.შ...

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული,  სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ „თეგეტა მოტორსს", პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, ხოლო შემდეგ ISO 9001:2008 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა" საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა ,,SAP".

„თეგეტა მოტორსი“ მრავალი სასახელო ჯილდოს მფლობელია. 2013 წელს, "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკითხვის შედეგად,  “თეგეტა მოტორსი“ "წლის კომპანიად" დასახელდა. კომპანიას უკვე ოთხჯერ გადაეცა ოქროს ბრენდის ჯილდო.

საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ თეგეტა მოტორსი, პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. 

2015 წელს მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და კვლევების კომპანია „გორბის“ ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგებში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოვებაზე „თეგეტა მოტორსი“ წლის საუკეთესო კომპანიებს შორის დასახელდა და დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით.

 

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.