• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მნიშვნელოვანი მოვლენები

1995 წელს  - „თეგეტა მოტორსი“ დაფუძნდა  როგორც შპს “ავტოექსპორტი”.

2001 წელს  - კომპანია „თეგეტა მოტორსის“ სახელით იკავებს პოზიციებს ბაზარზე.

2005 წელს  - დაარსდა „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია შპს “თეგეტა თრაქ & ბას”, რომელიც წარმოადგენს უმსხვილესი გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნის “MAN Nutzfahrzeuge AG”-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო ტექნიკის, სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში.

2007 წელს - დაარსდა „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია შპს “Tegeta Construction Equipment”, რომელიც წარმოადგენს ბრიტანული კომპანია “JCB”-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. სპეციალიზირდება საგზაო და სამშენებლო ტექნიკის რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში.

2010 წელს - დაარსდა „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“  – „პორშეს“ და „მაზდას“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში.

2011 წელს - გაიხსნა ახალი სერვის ცენტრები ფოთსა და ბათუმში. ფოთის სერვის ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო სერვის ცენტრს არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომელიც მდებარეობს საქართველოს მთავარ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

2011 წელს  - „თეგეტა მოტორსმა“ გახსნა „პორშე ცენტრი თბილისი“

2012 წელს -  „თეგეტა მოტორსმა ქართულ ბაზარზე შემოიყვანა იაპონური ბრენდი „მაზდა“.

2012 წელს - კომპანია Groupauto International-ის ოფიციალური წევრი გახდა, რაც საერთაშორისო საავტომობილო ბაზარზე სათადარიგო ნაწილების განაწილებისა და მომსახურების ქსელს წარმოადგენს. გაწევრიანებით კომპანიამ ავტო-სათადარიგო ნაწილების მიმართულებით ოპტიმალური გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სამომავლო გამოწვევებისათვის საიმედოდ აღიჭურვა.

2013 წელს - „თეგეტა მოტორსის“ ახალი მულტიბრენდული დიზელის სერვის ცენტრის მშენებლობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიის ბაზარზე.  სერვის ცენტრი სპეციალურად დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი, როგორც  მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის, ასევე სპეც-ტექნიკისთვის.

2013 წელს „თეგეტა მოტორსის“ მეხუთე შვილობილი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა დაარსდა - ტოიოტას ახალი სერვისცენტრი საქართველოში. 2013 წელს „თეგეტა მოტორსსა“ და „ტოიოტა კავკასიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შედგა, ხოლო 2014 წელს კომპანიამ „ტოიოტა კავკასიისგან“ ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის სტატუსი მიიღო.  

19 ფილიალი

900-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.