• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მისია და კორპორატიული ფასეულობები

მისია

ჩვენ წარმოვადგენთ უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. ჩვენს კორპორატიულ და საცალო კლიენტებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებისა და სერვისის ფართო სპექტრს.

ჩვენ ვმართავთ ბიზნესს კეთილსინდისიერად და ეფექტურად. ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება კლიენტებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. 

ჩვენ ვართ საქართველოს ბაზრის ლიდერი, ვქმნით მომსახურების უმაღლეს სტანდარტს და ვნერგავთ ავტოსერვისის ახალ კულტურას საქართველოში.

ჩვენი მიზანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ უნიკალური „ნოუ-ჰაუ", რომელიც შევქმენით მრავალწლიანი წარმატებული განვითარების შედეგად.

კორპორატიული ფასეულობები

  • მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია 
  • პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა 
  • პატიოსნება და საქმისადმი ერთგულება 
  • გუნდური მუშაობა 
  • მკაცრი სამუშაო დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა 
  • რაციონალურობა და ხარჯთეფექტიანობა 
  • ტრანსფარანტულობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა 
  • ცოდნის მუდმივი გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების ძიება. ინოვაციურობა, დინამიურობა და მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ. 

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.