• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

ჩემი ავტომობილის ისტორია

ჩემი ავტომობილის ისტორია

“ჩემი ავტომობილის ისტორია“ ახალი ონლაინ მომსახურებაა, რომელიც მხოლოდ თეგეტა ქარდის მფლობელთათვისაა განკუთვნილი. ეს მომსახურება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ავტომობილის მოვლისა და თქვენს მიერ „თეგეტა მოტორსში“ გაწეული დანახარჯების შესახებ.

„ჩემი ავტომობილის ისტორია“ არის მომხმარებლის პერსონალური და კონფიდენციალური  გვერდი.

 

რა ფუნქციები აქვს „ჩემი ავტომობილის ისტორიას“?

–        აღრიცხავს თქვენი ავტომობილის მოვლის ისტორიას  (კონკრეტული დროის, გარბენისა და მომსახურების ტიპის მითითებით);

–        აღრიცხავს ავტომობილზე გაწეულ დანახარჯებს;

–        გაწვდით ავტომობილის  მოვლისთვის აუცილებელ შეხსენებებსა და რეკომენდაციებს;

–        გაწვდით ინფორმაციას თქვენი  დანაზოგების, მიღებული სარგებლის, დაგროვილი და დახარჯული ქულების შესახებ;

–        გეხმარებათ ავტომობილზე გაწეული დანახარჯების გაანალიზებაში.

 

როგორ ვისარგებლო „ჩემი ავტომობილის ისტორიით“?

1. დარეგისტრირდით  და  აიღეთ ახალი თეგეტა ქარდი.

2. შედით ჩემი ავტომობილის ისტორიის  ვებ გვერდზე, რომლის მისამართია: www.mycarhistory.ge.

„ჩემი ავტომობილის ისტორიაზე“ ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ თეგეტა მოტორსის კორპორატიული საიტიდან, რომელის მისამართია: www.tegetamotors.ge.

3. გაირეთ ავტორიზაცია.

4. შეცვალეთ პირველადი პაროლი.

„ჩემი ავტომობილის ისტორიაზე“ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია, რომ საიტზე პირველივე ავტორიზაციის შემდეგ შეცვალოთ პაროლი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისას და თეგეტა ქარდის აღების დროს, „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელს ზუსტად უნდა უთხრათ თვენი პირადი ნომერი და მუდმივი მობილური ტელეფონის ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ „ჩემი ავტომობილის ისტორიაზე“ შესვლას და ვერ ისარგებლებთ ამ სერვისით.

 

19 ფილიალი

900-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.