• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

TEGETA კომფორტი

თეგეტა კომფორტი

რა არის „თეგეტა კომფორტი“?

„თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელს ავტომობილის შეკეთება უკვე სერვის ცენტრში მისვლის გარეშე შეუძლია.  

„თეგეტა კომფორტი“ არის მომსახურება, რომელიც განკუთვნილია ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დრო თავად მოიყვანონ ავტომობილი სერვის ცენტრში. 

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ავტომობილის გადმოყვანას „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში და მის რემონტს.

როგორ ვისარგებლო „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით?

„თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით სარგებლობა მარტივია.

მომსახურების მისაღებად უნდა დარეკოთ ჩვენს ქოლ ცენტრში ტელ. ნომერზე 2 26  44 44.

როგორ მოხდება ჩემი ავტომობილის ტრანსპორტირება „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრამდე?

მომხმარებელს შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ მოხდეს მისი ავტომობილის ტრანსპორტირება - პერსონალური მენეჯერის დახმარებით, თუ ევაკუატორის გამოყენებით.

თუ თქვენი სურვილია, რომ ავტომობილი სერვის ცენტრში ჩვენმა პერსონალურმა მენეჯერმა გადაიყვანოს, ის მოვა თქვენთვის სასურველ მისამართზე, ჩაიბარებს ავტომობილს და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია.  

ვიქნები, თუ არა, საქმის კურსში რა მომსახურება ჩაუტარდება ჩემს ავტომობილს?

თქვენს ავტომობილს „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრში გადმოყვანის შემდეგ, ჩაუტარდება დიაგნოსტირება.

ავტომობილის დიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს, საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალსა და მომსახურების ღირებულებას პერსონალური მენეჯერი გაცნობებთ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

ავტომობილს ჩაუტარდება მხოლოდ ის მომსახურება, რომელზეც თქვენ განაცხადებთ თანხმობას პერსონალურ მენეჯერთან სატელეფონო საუბრის დროს.

როგორ წამოვიყვანო ჩემი ავტომობილი?

ავტომობილის რემონტის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ თავად მოაკითხოთ ავტომობილს, ან მოითხოვოთ პერსონალური მენეჯერის მიერ ავტომობილის მოყვანა თქვენთვის სასურველ მისამართზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავტომობილის წაყვანა შეგიძლიათ მხოლოდ ჩატარებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შემდეგ.

რა ღირს „თეგეტა კომფორტის“ მომსახურება?

პერსონალური მენეჯერის მიერ ავტომობილის  სერვის ცენტრამდე ან სერვის ცენტრიდან ტრანსპორტირების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ევაკუატორით სარგებლობის ღირებულებაა 37 ლარი.

მომსახურების ღირებულების გადახდა შეგიძლიათ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

თეგეტა კომფორტი - ჩვენ ვზრუნვათ თქვენს ავტომობილზე მაშინ, როდესაც თქვენ დაკავებული ხართ! 

19 ფილიალი

900-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.