• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მომსახურების პირობები

ავტოტექმომსახურების ზოგადი პირობები:

  1. „თეგეტა მოტორსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის მიერ ავტომობილში დატოვებულ/დარჩენილ მატერიალურ ფასეულობაზე.
  2. „თეგეტა მოტორსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას კომპანიის ტერიტორიაზე კლიენტის მიერ, მისივე დაუდევრობით, მიღებულ ფიზიკურ დაზიანებაზე.
  3. იმ შემთხვევაში, თუ „თეგეტა მოტორსის“ მხრიდან კლიენტთან გაგზავნილია შეტყობინება (კლიენტის მიერ მოწოდებული ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით) იმის თაობაზე, რომ ავტოტექმომსახურება დასრულებულია, კლიენტი ვალდებულია გაიყვანოს კუთვნილი ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ ტერიტორიიდან შეტყობინების მიღებიდან 3სამუშაო დღისვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, „თეგეტა მოტორსი“ იტოვებს უფლებას კლიენტს დააკისროს კომპანიის კუთვნილი ტერიტორიის (როგორც სარემონტო ზონა, ასევე ღია ცის ქვეშ ტერიტორია) მოცდენის საფასური (დღგ-ს ჩათვლით)- 1 დღე-ღამე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
  4. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტექმომსახურების გასაწევად  საჭირო სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფა  ხდება კლიენტის მიერ, ეს უკანასკნელი ვალდებულია 21 კალენდარული დღის ვადაშიუზრუნველყოს ზემოთხსენებული ნაწილის  „თეგეტა მოტორსისათვის“ მიწოდება. აღნიშნულ 21 დღიან ვადაში სათადარიგო ნაწილების კლიენტის მხრიდან მიუწოდებლობის შემთხვევაში, „თეგეტა მოტორსი“ უფლებამოსილია კლიენტს დააკისროს წინამდებარე ზოგადი პირობების მე–3 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ანაზღაურება.
  5. კლიენტის მხრიდან ავტოტექმომსახურების  ზოგადი პირობების მე–3 და მე–4 პუნქტებით დადგენილი წესების შესრულებამდე, „თეგეტა მოტორსი“ კლიენტის ავტომობილზე იტოვებს  მფლობელობითი გირავნობის უფლებას.
  6. ავტოტექმომსახურების დასრულების შემდეგ, „თეგეტა მოტორსი“ უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ გადაადგილოს კლიენტის ავტომობილი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე.
  7. ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევისას, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ, „თეგეტა მოტორსი“ იხსნის პასუხისმგებლობას კომპანიის ტერიტორიაზე (როგორც სარემონტო ზონა, ასევე ღია ცის ქვეშ ტერიტორია) გაჩერებული ავტომობილების უსაფრთხოებაზე.

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.