დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

კომპანიის შესახებ

დროა აირჩიო ხარისხი

კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

თეგეტა წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. 

თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს. 


• 28 წლიანი გამოცდილება უსაფრთხო მომავლისთვის
• 27 ფილიალი საქართველოს მასშტაბით
• 3000-მდე დასაქმებული
• 500 000-მდე რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი
• 35 000 -მდე კორპორაციული მომხმარებელი
• 4000-მდე საბითუმო ობიექტი
• 300-მდე პარტნიორი მსოფლიო ბრენდი
• 40-მდე შვილობილი კომპანია


კომპანია 1995 წელს დაფუძნდა. ეს იყო სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია. მოგვიანებით კომპანია საბურავების იმპორტს იწყებს და 1998 წელს ისტორიულ ხელშეკრულებას აფორმებს იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე ქართული ბაზრისათვისაც. თეგეტა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსული პროდუქციის მსოფლიოს წამყვანი ბრენდით ჩანაცვლების პროცესს შეუწყო ხელი. 
თეგეტამ რეგიონის მასშტაბით ლეგენდარული ბრენდის, Bridgestone-ის ნდობის მოპოვება შეძლო და დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება. 

2001 წლიდან კომპანია ბაზარზე უკვე ,,თეგეტა მოტორსის“ სახელით ოპერირებს. მცირე მაღაზიიდან კომპანია რეგიონის ბაზრის ლიდერად იქცა, დღეს  300 -მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია და 150,000-მდე დასახელების პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. 
აქვს 27 ფილიალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, - თბილისში, ბათუმში, რუხში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავში, მარნეულში, ხელვაჩაურსა და ახალქალაქში.

დღეს თეგეტა ჰოლდინგი 40-მდე შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

 

 

თეგეტა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში  ჯამში 3000-მდე თანამშრომელია დასაქმებული და დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. ჰოლდინგი  ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2009 წლიდან ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გერმანული პროგრამა SAP დანერგა, წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის ISO 18001:2007  და გარემოს დაცვის მენეჯმენტის ISO 14001:2015 სტანდარტები. თეგეტა მოტორსი არის პირველი ქართული კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან, რომელმაც Fitch -ის რეიტინგი მიიღო და ევროპულ საკრედიტო რეიტინგს BB–ს (BB მინუსს) ფლობს.

მუდმივი ინოვაციების დანერგვა და ციფრული ტრანსფორმაცია ჰოლდინგის წარმატების საფუძველია:

თეგეტა მოტორსის უნიკალური სერვისის, “თეგეტა კომფორტის” საშუალებით კომპანია თავის კლიენტებს ავტომობილის სერვის ცენტრში მისვლის გარეშე შეკეთების საშუალებას აძლევს. ამ სერვისის განხორციელებით თეგეტა მოტორსი უქმნის კომფორტს მათ, ვინც აფასებს დროს და არჩევს, თავიდან აირიდოს პრობლემის გადაჭრის პროცედურები.

თეგეტა ერთ ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში, საავტომობილო სფეროში ელექტრონული კომერცია შესთავაზა სამომხმარებლო ბაზარს. TEGETASHOP.ge - ს საშუალებით მომხმარებელს შეუძლია თეგეტას ასორტიმენტში არსებული ნებისმიერი პროდუქცია შეიძინოს სახლიდან გაუსვლელად.

 

საინფორმაციო საიტი და დამხმარე სახელმძღვანელო პორტალი MYCARHISTORY, როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მოიძიონ ინფორმაცია ავტომობილზე, ან/და ავტოპარკზე გაწეულ ნებისმიერ სერვისზე თეგეტა მოტორსის ცენტრებში, ნახონ თეგეტაში შეძენილი პროდუქციის ინვოისები, გაფილტრონ სხვადასხვა ნიშნით და ისარგებლონ ონლაინ რეზერვაციით ნებისმიერ ფილიალში, ნებისმიერ სერვისზე,

თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში უნიკალურ მულტიფუნქციურ სადიაგნოსტიკო მოწყობილობას G – CONNECT, რომელის საშუალებითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აკონტროლოს თავისი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა და გაუმართაობის შემთხვევაში ონლაინ დაგეგმოს სერვისი თეგეტა მოტორსის ნებისმიერ სერვის ცენტრში, გარდა ამისა, პროგრამას გააჩნია ჯიპიესის სტანდარტული ფუნქცია და დამატებითი ოფციები, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე არის ორიენტირებული.  

2016 წელს კომპანიამ წარმატებით განახორციელა პროექტი tax free. პროექტს საფუძვლად დაედო საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომელიც გულისხმობს არარეზიდენტი პირების ავტომობილებზე დამონტაჟებული საბურავების დღგ-ს გადასახადის დაბრუნებას. ამ ეტაპზე პროექტი წარმოდგენილია 4 მობილური სერვისის ავტომობილით და 4 სავაჭრო ობიექტით.

კომპანიის ერთ - ერთ უმთავრეს ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. ამ კუთხით ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს:  გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, ინოვაციების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა,.

თეგეტა ერთადერთი კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯს „თეგეტა აკადემიას ფლობს“ და ყოველწლიურად ასეულობით ახალ კადრს ამზადებს საავტომობილო სფეროსთვის. თეგეტა აკადემია, როგორც ჰოლდინგის შვილობილი კომპანია 2017 წელს დაარსდა და 2019 წელს ოფიციალურად მიიღო პროფესიული კოლეჯის სახელმწიფო ავტორიზაცია. მისი მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში.

მრავალი წლის მანძილზე განხორციელებული არაერთი სოციალური, თუ საქველმოქმედო პროექტის საფუძველზე, კომპანიამ სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლის სტატუსი მოიპოვა და ავტოინდუსტრიის სფეროში ხარისხის უმაღლესი სტანდარტი დანერგა. 

თეგეტა მოტორსის ბიზნეს მოდელი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. 2020 წელს მოხდა თეგეტას სრული იჯაილ ტრანსფორმაცია. ბიზნეს მიმართულებების მიხედვით ჩამოყალიბდა სხვადასხვა კომპანია, რომლის მართვასაც თეგეტაში გაზრდილი მაღალპროფესიონალი კადრები უზრუნველყოფენ

თეგეტა მოტორსი - სტანდარტი 1995 წლიდან.

მნიშვნელოვანი მოვლენები

მისია და ღირებულებები

ჩვენი მისია

ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება კლიენტებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, თავდადებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და ავტოსერვისის ახალი კულტურა საქართველოში.



კორპორატიული ღირებულებები

ჩვენ ვართ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანია და ვმართავთ ბიზნესს კეთილსინდისიერად და ეფექტურად. ჩვენი მიზანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ უნიკალური „ნოუ-ჰაუ", რომელიც შევქმენით მრავალწლიანი წარმატებული განვითარების შედეგად.

შვილობილი კომპანიები

პორშე ცენტრი თბილისი

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

თეგეტა თრაქ & ბას

თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ავტომობილების რეალიზაციისა და საგარანტიო მომსახურების სფეროში. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ უკვე წლებია წარმოადგენს გერმანული ბრენდის MAN - ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

მაზდა ცენტრი თეგეტა

ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი

ბრიტანული, N1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB -ს ოფიციალური დილერი საქართველოსა და სომხეთში და საგზაო ტექნიკისა და ასფალტის ქარხნების მწარმოებელი კომპანიის AMMANN-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

თეგეტა აკადემია

თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური  ტრენინგ-ცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნეს მიმართულებებით.

 

თეგეტა აკადემიის მთავარი მიზანია კომპანიებს  სერვისების გაუმჯობესებაში თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში, ახალი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში დაეხმაროს.

ტოიოტა ცენტრი თეგეტა

კომპანია წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში. ცენტრი, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისს, მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში.

2014 წლის 24 მარტს, კომპანიამ ""ტოიოტა კავკასიისგან"" ტოიოტას დილერისა და ავტორიებული  სერვსი ცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო. ივლისის თვიდან აქტიურად დაიწყო ტოიოტას ავტომობილების რეალიზაცია. ხოლო სექტემბრის თვეში გაიხსნა განახლებული სერვისი, რომელიც უნიკალურია მასშტაბითა და გამოირჩევა ტოიოტას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით.

პროექტი განხორციელდა ს.ს ""თიბისი ბანკისა"" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რომლის დროსაც თეგეტა მოტორსმა 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებით, პერიოდულად ხდება პერსონალის დატრეინინგება. ეს ყველაფერი " ტოიოტა ცენტრი თეგეტას" უმაღლესიხარისხის მომსახურების გარანტიაა.

ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ავტო ტექ.მომსახურებას.

თეგეტა ინდასტრი

სამრეწველო სფეროში ოპერირებს და  სამრეწველო დანიშნულების ისეთი პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია, როგორებიც არის ქვის სამტვრევი დანადგარები და მათი ნაწილები, ბეტონის ქარხნები, საკონვეიერო ლენტებიფოლადის გვარლები და ა. შ. ამასთან ერთად ,,თეგეტა ინდასტრი“ მომხხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - სამონტაჟო, საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას.

ვოლვო  საქართველო

2019 წელს პრემიუმ ავტომწარმოებელმა „ვოლვო ქარსმა“ და „თეგეტა მოტორსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  დაარსდა „ვოლვო ქარს თეგეტა“ და კომპანიამ მიიღო ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. დღესდღეობით ბრენდი აერთიანებს როგორც მაღალი გამავლობის, ასევე სედანისა და უნივერსალის ტიპის შვედური პრემიუმ ხარისხის ავტომობილებს.  „ვოლვო ქარს თეგეტა“ მიყვება სტანდარტებს და მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს, რომელსაც „ვოლვო ქარსი“ 2019 წლიდან აწარმოებს დატენვადი ჰიბრიდებისა და სრულად ელექტრო ავტომობილების სახით. „ვოლვო“ გამოირჩევა მაღალი დონის უსაფრთხოებითა და დახვეწილი დიზაინით.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით