• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მედია ცენტრი

„თეგეტა მოტორსის“ ახალი შეთავაზება Tegeta App

„თეგეტა მოტორსის“ ახალი შეთავაზება Tegeta App

 

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს მეტი კომფორტისათვის მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ მისთვის სასურველ დროს მიიღოს დეტალური ინფორმაცია პირადი ავტომობილის შესახებ.

ასევე „თეგეტა მოტორსის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალების, სერვისების, პროდუქტების და მიმდინარე აქციების შესახებ.

„თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, სპეციალურ ველში მიუთითებთ ავტომობილის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და მისამართს თუ სად იმყოფებით, რის შემდეგაც პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და უზრუნველყოფს ავტომობილის სერვისში გადაყვანასა და შეკეთებას. აპლიკაციის დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით, თუ გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის, ან სერვისების, მისაღებად „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში თქვენთვის სასურველ დროს. „თეგეტა მოტორსის“ მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც „ანდროიდ“-ის ასევე „იოს“-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის.

➡️ ანდროიდის ტელეფონებში ჩამოტვირთეთ აპლიკაცია APP STORE- დან :

https://play.google.com/store/apps/details…

ხოლო IOS-ის მომხმარებლებმა ჩამოტვირთეთ აპლიკაცია APP STORE-დან :

https://itunes.apple.com/us/app/tegeta-motors/id1129389621…

 

 
 

19 ფილიალი

900-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.