• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მედია ცენტრი

ქუთაისში ”თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ახალ მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრს სთავაზობს

ქუთაისში ”თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ახალ მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრს სთავაზობს
ქუთაისში ”თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ახალ მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრს სთავაზობს   ქუთაისში ”თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ახალ მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრს სთავაზობს   ქუთაისში ”თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ახალ მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრს სთავაზობს  

26 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ნიკეას მე-9 ჩიხი #2ა  „თეგეტა მოტორსის“ ახალი მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად,  ქუთაისის მერი ბატონი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობაში კომპანიამ 1.1 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სერვის ცენტრში განთავსებულია 16 მომსახურების ადგილი, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილების დღიური გამტარობის ზრდას 150 ავტომობილით და გაცილებით სწრაფ სერვისს. აღნიშნულ სერვის ცენტრში დამატებით 20 ადგილობრივი დასაქმდა.  გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გაეერთიანებინა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.

„თეგეტა მოტორსი“ კორპორატიულ და საცალო მომხმარებელებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების და მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედობას და უსაფრთხოებას. განახლებულ ფილიალში მომხმარებელებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და  გადაცემათა კოლოფში, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება.

დღეს  „თეგეტა  მოტორსს“ 1000-მდე  ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ასევე  ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-მდე საბითუმო ობიექტს. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრები  გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და უახლესი ტექნიკური დანადგარებით, აქ ყველაფერი თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 21 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი“ 19 ფილიალით არის წარმოდგენილი, შესაბამისად „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც  თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.

 
 

19 ფილიალი

900-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.