• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მედია ცენტრი

„თეგეტა მოტორსის“ ქსელში DUNLOP-ის ბრენდის პრემიუმ ხარისხის საბურავები გაიყიდება!

„თეგეტა მოტორსის“  ქსელში DUNLOP-ის ბრენდის პრემიუმ ხარისხის საბურავები გაიყიდება!

თეგეტა მოტორსმა“ და კომპანია DUNLOP-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად „თეგეტა მოტორსი“ DUNLOP-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში.

DUNLOP-ი გახლავთ პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 127 წელია მოღვაწეობს მსოფლიო ბაზარზე. საბურავების წარმოების კუთხით იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვატორი კომპანია მსოფლიო მასშტაბით. კომპანიის პირველი წარმატება1923 წელს ,,ლე მანის 24 საათიან რბოლაზეშედგა, სადაც DUNLOP-ის საბურავებით აღჭურვილმა მანქანამ პირველი ადგილი მოიპოვა, მას შემდეგ ბრენდი 34-ჯერ გახდა ამ ტიტულის მფლობელი.1958 წელს DUNLOP-ი გახდა FORMULA 1-ის გამარჯვებული.2008 წელს DUNLOP-მა შექმნა ახალი თაობის ეკომეგობრული საბურავები, რომელმაც საბურავების წარმოებაში ახალ სტანდარტებს ჩაუყარა საფუძველი.

DUNLOP-ის ბრენდის საბურავები უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, ახალქალაქში, რუხსა და თელავში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Mobil, Fuchs-titan, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების  მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 
 

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.