• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მედია ცენტრი

თეგეტა მოტოსის ახალი ფილიალი მარნეულში

თეგეტა მოტოსის ახალი ფილიალი მარნეულში

„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე.

სერვის ცენტრი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს. “თეგეტა მოტორსის“  ახალ სერვის  ცენტრში წარმოდგენილია: მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო,  სერვის ცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების მოხსნა-დაყენება ბალანსირება, ძრავში ზეთის და ფილტრების შეცვლა, გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა და სხვა. აქვე წარმოდგენილია შოურუმი სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიო ბრენდების პროდუქცია: საბურავების, ზეთები, აკუმულატორები და სხვა ავტო სათადარიგო ნაწილების.
 
ახალი სერვისს ცენტრის განახლების პროექტში 150 000 ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო და 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა,  ცენტრი განთავსებულია 1000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს.
 
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. 
 
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.  „თეგეტა მოტორსის“  სერვის ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც  თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, რუხსში, გორსა და თელავში.

 

 
 

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.