• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მედია ცენტრი

Bosch-ის და Motul-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი გამართეს

კომპანია „თეგეტა მოტორსის“  სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს. სემინარს უძღვებოდნენ კომპანია „BOSCH“ -ის და „MOTUL“-ის წარმომადგენლები სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი. სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების სიახლეები, გამოწვევები და შესაძლებლობები; ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და  მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი  ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით. ღონისძიების პროგრამა შემუშავდა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანთან ბ-ნ ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით და მაქსიმალურად მორგებულია დამსწრე აუდიტორიის საჭიროებასა და ინტერესს.

აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, 2015 წელს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია. 

 
 

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.