დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ინვესტორებისთვის

საქართველოს შესახებ

 

საქართველო განლაგებულია ევროპისა და აზიის გასაყარზე და გამოირჩევა უძველესი ისტორიული მემკვიდრეობითა და უნიკალური კულტურით. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, სამხრეთით სომხეთი და თურქეთი.

საქართველო მდებარეობს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. ასევე შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან, რაც ქვეყნის დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

საქართველომ ქვეყნის განვითარების მიმართულებით მიაღწია მნიშვნელოვან  წინსვლას, განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო სექტორი, საარჩევნო ადმინისტრირება, მართლმსაჯულება და ადგილობრივი თვითმმართველობა. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის ივლისში. საქართველომ ასევე წარმატებით შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP).

დღეს, საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა.  საკუთრების უფლების დაცვა, ფისკალური სიჯანსაღე, სახელმწიფო ხარჯები, მონეტარული თავისუფლება ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც ქვეყანაში ქმნის ჯანსაღ და თავისუფალ ბიზნეს გარემოს, სწორედ ამ კრიტერიუმების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა, ახალი ინვესტიციების შემოდინება და თავისუფალი ბიზნეს გარემო.

 

SCOPE BB- რეიტინგი

 

თეგეტა მოტორსს ევროპული სარეიტინგო სააგენტოს SCOPE- ის BB- რეიტინგი აქვს მოპოვებული. 

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, თეგეტა მოტორსის რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორსს ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის  ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. თეგეტა მოტორსის სტრატეგიის შესაბამისად სარეიტინგო SCOPE-ის შეფასებით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე.

თეგეტა მოტორსი გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანი Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტო რეგიონალურ საავტომობილო სფეროში.

თეგეტა მოტორსი მომხარებელს საავტომობილო მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მოიცავს საავტომობილო პროდუქტების, მსუბუქი და სატვირთო ავტმობილების, სპეციალური ტექნიკის გაყიდვებს და მომსახურებას, ასევე ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას. აღნიშნული განაპირობებს მომხმარებლების დივერსიფიცირებას და შემცირებულ საოპერაციო რისკებ. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მსგავსი პორტფელი ცალსახად პოზიტიური ფაქტორია, ვინაიდან აბალანსებს ერთ სამომხმარებლო ჯგუფთან დაკავშირებულ რისკებს. თეგეტა მოტორსი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან როგორებიცაა: Porsche, Toyota, Mazda, MAN, JCB, Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Bosch და სხვა, რაც განაპირობებს ბიზნეს პორტფელის დივერსიფიცირებას და დაბალ საოპერაციო რისკებ.

თეგეტა მოტორსი ჩამოყალიბდა როგორც რეგიონალური ბაზრის ლიდერი საავტმობილო სფეროში, რაც აისახება ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის ზრდის 20%-იანი მაჩვენებლით - წერს სარეიტინგო სააგენტო SCOPE-ი. აღნიშნული რეიტინგის მოპოვება თეგეტა მოტორსისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია გეგმავს 30 ილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე.

 

Groupauto International

 

თეგეტა მოტორსი ბაზარზე ლიდერია საავტომობილო პროდუქტების მიწოდების და მომსახურების გაწევის სფეროში. იგივე წარმატებით სარგებლობს კომპანია კავკასიის ბაზარზე.

თეგეტა მოტორსი Group auto International-ს ოფიციალური წევრია და საქართველოში წარმოადგენს ისეთ უზარმაზარ და საყოველთაოდ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა Bridgestone, Michelin, Hankook, Varta, Exide, Optima, Shell, Motul, Meguin, Hengst, Zf Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Federal  Moguil და სხვა.

 

საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა

 

  • მოსახლეობა 3,7 მილ.

  • მშპ 14,0 მილიარდი USD.

  • მშპ, 3765 მილიარდი USD ერთი მოსახლეზე.

  • საქართველო მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. 

  • ინფლაცია 1,8

  • კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა

  • 2017 წლის მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე