დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

საბურავები

 

 

საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება, ამრიგად იგი თქვენი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას, თუ მოხვევისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა, სწორედ საბურავზე მოდის, ამიტომაც სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის საბურავი თქვენი კომფორტული და დაცული მგზავრობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

საბურავის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატური პირობები, გზის ზედაპირი, სამოძრაო დისტანცია და ა.შ. სწორედ საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს თქვენი ავტომობილისათვის შესაბამისი საბურავის შერჩევა. ასევე მნიშვნელოვანია ავტო მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ზომის, ტვირთამწეობის, სიჩქარის ინდექსის და სხვა სპეციფიკაციების გათვალისწინება.

 

ყველა საბურავს გააჩნია ექსპლატაციის პერიოდი (5წელი). ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში კი საბურავი კარგავს თავის დადებით თვისებებს, შედეგად კი ხიფათს უქმნის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას.

 

საბურავები კლასიფიცირდება  სეზონურობის, და დანიშნულებისა მიხედვით

 

სეზონური საბურავები :

 

  • ზაფხულის საბურავი | Summer Tire
  • ზამთრის საბურავი | Winter Tire
  • ყველა სეზონის საბურავი | All Season Tire

 

საბურავების სეზონურობა

 

საბურავის სწორად შერჩევას, მისი ექსპულატაციის პირობების დაცვასა და საბურავების სეზონურ შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ავტომობილისთვის, ასევე თქვენი და თქვენ გარშემო მყოფთა უსაფრთხოებისთვის.

 

ზაფხულის საბურავები | Summer Tire

 

 

ზაფხულის საბურავები განკუთვნილია მაღალ ტემპერატურაზე მშრალ და ნაწვიმარ ზედაპირზე. გაუმჯობესებული მოჭიდებისთვის და უსაფრთხო გადაადგილებისთვის. პროტექტორის უნიკალური ფორმები და  სპეციალური შემადგენლობა განაპირობებს ზაფხულის საბურავების უკეთეს რეაგირებას მოსახვევში და გაუმჯობესებულ მუხრუჭს. ზაფხულის საბურავები იდეალურია წვიმიან, სველ ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მისი პროტექტორის ზედაპირი ისეა ფორმირებული, რომ წვიმსა და წყლის წვეთებს გარეთ გამოდევნის და გამორიცხავს ჰიდროპლანირებას.

 

ზაფხულის საბურავების კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურება, მისი პროტექტორის სიღრმეა. ზამთრის საბურავებისგან განსხვავებით, ზაფხულის საბურავების პროტექტორის ბლოკები მცირე ზომისაა რაც ხელს უწყობს მაღალ სიჩქარეზე  სტაბილურობას და მდგრადობას გადაადგილებისას,

 

შენიშვნა: ზაფხულის საბურავს რაიმე კონკრეტული აღნიშვნა არ გააჩნია.

 

ზამთრის საბურავები | Winter Tire

 

 

დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი ვერ ახერხებს გახურებას მოჭიდებისთვის საკმარის კონდიციამდე რის გამოც კარგავს თავის თვისებებს და ამის შემდეგ საბურავი ხდება ხისტი შესაბამისად მოცურების საშიშროებაც იზრდება. მაღალ ხარისხიანი ზამთრის საბურავები კი შექმნილია სპეციალურად დამუშავებული მასალისგან, შედეგად კი ამგვარი რისკი მინიმალურია. სპეციალურად დამუშავებული ბუნებრივი კაუჩუკის მაღალ შემცველობასთან ერთად ზამთრის საბურავებს გააჩნია სპეციალური პროტექტორი, რომელიც გამოირჩევა უნიკალურად გამოყოფილი ბლოკებითა და ზიგზაგური ჭრილებით (ლამელებით) მთლიან ზედაპირზე. სწორედ ამ მიზეზებით, ზამთრის საბურავი უზრნველყოფს ეფექტურ მოჭიდებას რთულ კლიმატურ პირობებში, როგორიცაა თოვლი, ყინული და თოვლჭყაპი. ამ ტიპის საბურავების შერჩევისასაც გასათვალისწინებელია მისი მოხმარების წესი და მიზანი. სწორი არჩევანი უზრუნველყოფს არა მარტო უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ საწვავის ხარჯის შემცირებასაც.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავების ეფექტური ვარგისიანობის ვადა, არ აღემატება 5 წელიწადს. ამ პერიოდის შემდეგ, საბურავი კარგავს საკუთარ დადებით თვისებებს. აგრეთვე, მაღალ ტემპერატურასა და გზის ცხელ ზედაპირზე გადაადგილებისას, ზამთრის საბურავის სამუხრუჭე მანძილი იზრდება 15-20%-ით და ცვეთა 30-40%-ით. სწორედ ამიტომაა საბურავების სეზონური ცვლა აუცილებელი. ზამთრის საბურავების შესაცვლელად რეკომენდირებული ტემპერატურა 7°C-ია. სწორედ 7°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა შეიცვალოს ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით, ხოლო 7°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე პირიქით, ზამთრის საბურავები - ზაფხულისათი.

 

ყველა სეზონის საბურავები | All Season Tire

 

 

ყველა სეზონის საბურავი ყველაზე ეკონომიური საბურავის ტიპია. ის გათვლილია მთელი წელი მოხმარებისთვის. ასეთი საბურავები წარმოადგენს ტექნოლოგიურ ნაერთს, როგორც ქიმიური შემადგენლობით ასევე პროტექტორის კონფიგურაციით. მისი პროტექტორის ბოჭკოები საშუალო სიღრმისაა და რეზინის შემადგენლობაც სპეციალურადაა შერჩეული, რომ საბურავი მაქსიმალურად გამძლე იყოს.

 

ხშირ შემთხვევაში, ავტომწარმოებლები ქალაქში გადასაადგილებლად სწორედ ყველა-სეზონის საბურავს უწევენ რეკომენდაციას, თუმცა ამგვარი გამძლეობა სხვა დადებითი მახასიათებლების ხარჯზე არის მიღწეული. მაგალითად, ზაფხულის საბურავებთან შედარებით, მათი მოჭიდება მცირდება და იზრდება სამუხრუჭე მანძილი. აგრეთვე, ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებში ყველა-სეზონის საბურავები ვერ უზრუნველყოფს ისეთი უსაფრთხოების სტანდარტს, როგორსაც ზამთრის საბურავები.

 

 

შეარჩიეთ სასურველი საბურავი :

 

 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით