დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტა კომფორტი

მომსახურება, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ საავტომობილო ბაზარზე

 

თეგეტა კომფორტი - დაზოგეთ დრო, შეაკეთეთ ავტომობილი სერვის-ცენტრში მიუსვლელად.  

 

თეგეტა მოტორსის მომხმარებლებს უნიკალური სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს ავტომობილის შეკეთებას სერვის-ცენტრში მისვლის გარეშე. ამ ახალი სერვისის განხორციელებით თეგეტა მოტორსი უქმნის კომფორტს მათ, ვინც აფასებს დროს და არჩევს, თავიდან აირიდოს პრობლემების გადაჭრის პროცედურები სერვის-ცენტრებში. თეგეტა მოტორსის ახალი სერვისი გულიხმობს ავტომობილის მომსახურებას მფლობელის სერვის-ცენტრში მისვლის გარეშე. თეგეტა მოტორსის პერსონალური მენეჯერი გეწვევათ დანიშნულების ადგილზე და წაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვის-ცენტრში შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის.

 

კმაყოფილი კლიენტი კომპანიის პრიორიტეტია, შესაბამისად, პერსონალური მენეჯერი ატყობინებს მფლობელს (ტელეფონით) შეკეთების მთლიანი პროცესის შესახებ და მხოლოდ მფლობელთან შეთანხმებით იწყებს ავტომობილის შეკეთების სამუშაოებს.

 

ახალი სერვისის შეკვეთა თეგეტა მოტორსში ადვილია. კლიენტი უკავშირდება პერსონალურ მენეჯერს შემდეგ ნომერზე:  599090903 და ატყობინებს თავის პერსონალურ მონაცემებს, ავტომობილის მონაცემებს და ირჩევს სასურველ მომსახურებას. პერსონალური მენეჯერი ეწვევა დანიშნულების ადგილზე და მიჰყავს ავტომობილი, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მასზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. კლიენტს შეუძლია ავტომობილის ტრანსპორტირების სასურველი გზის არჩევა: პერსონალური მენეჯერის ან ევაკუატორის საშუალებით.

 

დაურეკე შენს პერსონალურ მენეჯერს  599090903

 

  • თეგეტა კომფორტი - დაზოგე დრო საკუთარი თავისთვის

 

 

 

  • თეგეტა კომფორტი - მეტი დრო ოჯახისთვის

 

 

  • თეგეტა კომფორტი - მეტი დრო წარმატებისთვის

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე