დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

აკუმულატორი

 

 

 

აკუმულატორის მნიშვნელობა

 

აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი დეტალია. მისი მთავარი ამოცანა ძრავის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაში მდგომარეობს, თუმცა თანამედროვე ავტომობილის განვითარებასთან ერთად აკუმულატორის ფუნქცია-მოვალეობები გამუდმებით იზრდება.

 

აკუმულატორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ავტომობილის გულს. თანამედროვე ავტომობილები უამრავი კომპლექსური ელექტრო ხელსაწყოთი არის აღჭურვილი.  სწორედ აკუმულატორი აწვდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელექტრო ენერგიას სხვადასხვა მოწყობილობას, რომელიც მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე არის პასუხისმგებელი. 

 

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი, დაახლოებით ერთი ყოველი სამიდან, სწორედ აკუმულატორის გაუმართაობაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკუმულატორის გამართულად მუშაობაზე ზრუნვის აუცილებლობას. ცხადია, რაციონალურობა მოითხოვს შევამოწმოთ აკუმულატორის შესაძლებლობები, სასიცოცხლო ლიმიტი მანამ, სანამ უშუალოდ პრობლემას შევეჩეხებით.

აკუმულატორის ფუნქციონალის შემოწმება თეგეტა მოტორსის სერვის-ცენტრებში შეგიძლიათ, დიაგნოსტირებისთვის სულ 15 წუთიანი პროცედურა არის საჭირო. შეგიძლიათ ისარგებლოს წინასწარი ონლაინ-რეზერვაციის სერვისით და დაზოგოთ დრო : TGM.GE

 

აკუმულატორის დანიშნულება

 

აკუმულატორი ავტომობილის გულია. ის აწვდის ენერგიას ყველა ელექტრო მოწყობილობას და როდესაც აკუმულატორს ექმნება პრობლემა, ყველა ეს მოწყობილობა კარგავს ფუნქციებს.

 

აკუმულატორი პასუხისმგებელია : 

  • ავტომობილის უსაფრთხოებაზე

  • ავტომობილის კომფორტულ გარემოზე

  • ავტომობილის დამატებით აქსესუარებზე

  • ავტომობილის ფუნქციონალური ატრიბუტების მუშაობაზე

 

აკუმულატორის როლი ავტომობილის უსაფრთხოებაში :

  • საქარე მინის გათბობა : ზამთრის სიცივეში საქარე მინის გაციება იწვევს მხედველობის არეალის შემცირებას, ხოლო საქარე მინის გათბობა თავიდან აგარიდებთ ამ პრობლემას. აკუმულატორი საქარე მინის გათბობის სისტემას 120W-ით ამარაგებს.

  • საქარე მინის მწმენდები : საქარე მინის მწმენდი უზრუნველყოფს წვიმიან და სუსხიან ამინდში დაუბრკოლებელ მხედველობის. მისი ფუნქციონირებისთვის დაახლოებით 80-150W სწორედ აკუმულატორი გამოიმუშავებს.

  • ახლო და შორი ხედვის ნათურები : საღამო საათებში გზის გასანათებლად აუცილებელია ახლო და შორი ხედვის სანათის გამართული ფუნქციონირება. ამისათვის აკუმულატორი 50W ენერგიას გამოყოფს.

 

აკუმულატორის როლი ავტომობილის კომფორტული აქსესუარების ფუნქციონირებაში :

  • ელექტრო გათბობა : სალონის გათბობა, რომ ცივ კლიმატში კომფორტული მგზავრობისათვის აუცილებელია, ეს ისედაც ცხადია. სალონის გათბობა ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია - აკუმულატორი მას 1000W-ით ამარაგებს.

  • სავარძლის გათბობა : რაც შეეხება სავარძლის გათბობას, ის დაახლოებით 100-დან 200-მდე W-ს მოიხმარს თითო სავარძელზე.

  • ჰაერის კონდენციონერი : ცხელ ამინდში პირიქით, კონცენდიონერის გამოყენება ხდება აუცილებელი. ამისათვის აკუმულატორი 500W-ს გამოიმუშავებს.

 

აკუმულატორის ფუნქციები ავტომობილის დამატებით აქესესუარებში :

  • ელექტრო ჭერი : ელექტრო ჭერის ფუნქციონირებას აკუმულატორისგან საშუალოდ 200W ელექტრო ენერგია სჭირდება.

  • ფანჯრების ელექტრო რეგულირება : ავტომობილის ფანჯრებისა და კარების მარეგულირებელი სისტემა მთლიანად აკუმულატორის ენერგიაზე მუშაობს და 200W-ს მოიხმარს.

  • სანთებელა : ე.წ სანთებელა ხშირ შემთხვევაში მობილური ტელეფონის დასატენად გამოიყენება და  საშუალოდ 100W ენერგიას მოიხამრს.

 

აკუმულატორის როლი ავტომობილის ფუნქციონალური ატრიბუტების მუშაობაში : 

  • ძრავის ამძრავი : ავტომობილის მომართვას 800W-დან 3,000W-მდე ელექტრო ენერგია სჭირდება, რომელსაც ძრავის ამძრავს (ე.წ "სტარტერს") დახმარები აკუმულატორი აწვდის.

  • რადიატორი : ძრავის გამართულად ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია გაგრილების სისტემის მწყობრში ყოფნა. სწორედ ამისათვის აკუმულატორიდან 800W გამოიყოფა.

  • ძრავის მართვის სისტემა : იმისათვის, რომ ავტომობილები შეესაბამებოდნენ თანამედროვე გარემოსდაცვით სტანდარტებს, საჭიროა ძრავის მენეჯმენტის სისტემა (EMS). ამისათვის აკუმულატორი 200W ენერგიას გამოყოფს.

ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ აკუმულატორის ფუნქციონირებაზე :

მკაცრი კლიმატი ამუმულატორის ერთ-ერთი მთავარი მტერია. აკუმულატორს პრობლემებს არამხოლოდ სიცივე, სიცხეც უქმნის. მაღალი ტემპერატურა აკუმულატორში კოროზიის პროცესს აჩქარებს, შესაბამისად ასუსტებს მის სიცოცხლისუნარიანობას.

ასევე აკუმულატორზე ცუდად მოქმედებს ავტომობილის ჩამქვრალ მდგომარეობაში დიდი ხნით გაჩერება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია აკუმულატორის ენერგია რამდენიმე კვირაში სრულიად გაიხარჯოს. 

პრობლემები კიდევ უფრო უარესდება ავტომობილის ასაკთან ერთად. ძველი ავტომობილი უფრო სწრაფად ასუსტებს აკუმულატორს. 

გვიპოვნეთ რუკაზე