დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

#1 ლიდერი ავტოსერვისში 

თეგეტა მოტორსი მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

 

თეგეტა მოტორსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. "თეგეტა მოტორსში" დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. თეგეტა ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 2000-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 21 ფილიალს, რომლებიც თბილისში, ასევე ბათუმში, რუხში (ზუგდიდი), ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქშია.

თეგეტა მოტორსი, წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 5 შვილობილ კომპანიას აერთიანებს: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასი (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants – ოფიციალური წარმომადგენელი) და ტოიოტა ცენტრი თეგეტა (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში).

 

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. თეგეტა მოტორსი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. 

გვიპოვნეთ რუკაზე