დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

 "არ გამბოლო"

ჰაერის დაბინძურება საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, განსაკუთრებით კი თბილისში.  გაუმართავი ავტოტრანსპორტის  გამონაბოლქვი  ჰაერის დაბინძურების 75%-ზე მეტს შეადგენს.

„თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანიის „#არგამბოლო“-ს ფარგლებში ავტომფლობელებს სთავაზობს უფასოდ შეამოწმონ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი აკმაყოფილებს ეკო სტანდარტს მათ გადაეცემათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი.

Holmes & Watson-თან თანამშრომლობით შეიქმნა „ხველების ენის“ კონცეფცია. კონცეფციის თანახმად, ახლო მომავალში გარემო იმდენად ტოქსიკური იქნება, რომ წესიერად სუნთქვას ვერ შევძლებთ და ჩვენი საკომუნიკაციო ენა ხველება გახდება.  

კამპანიის ფარგლებში, თიზერისთვის შეიქმნა პერსონაჟი- ხველინგვისტი, რომელიც საიტ khvelinguist.ge-სა და ფეისბუქ ფეიჯზე ვიდეო-გაკვეთილების საშუალებით ასწავლიდა მომხმარებელს ხველების ენას.

აქტიური და დიდი გამოხმაურების მქონე პირველი ნაწილის შემდეგ, უკვე კამპანიის მთავარი ნაწილი ჩაეშვა. პარალელურად გაეშვა საიტი argambolo.ge რომელზეც  ყველა სახის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი მთლიანად კამპანიისა და კონკრეტული შეთავაზებების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მძღოლებს.

კამპანია პირველად გასულ წელს დაიწყო და კვლავ  მიმდინარეობს, ეს არის თეგეტას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოანი კამპანია. უკვე გამოჩნდა ათეულობით მძღოლი, რომელიც ჩასწვდა რა პრობლების არსსა და მის სიმძაფრეს, ისარგებლა ჩვენი შეთავაზებით. ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი დღითიდღე გაიზრდება და  შევძლებთ ერთად გავწმინდოთ სასუნთქი გზები. 

„თეგეტა მოტორსი“ , როგორც ლიდერი კომპანია და ბრენდი საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.  

მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ტეგეტას ცენტრალურ ფილიაში.

მისამართი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5

გვიპოვნეთ რუკაზე