დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

5 შვილობილი კომპანია

თეგეტა თრაქ & ბას

2006 წელს დაარსდა თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია შპს თეგეტა თრაქ & ბასერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული საავტომობილო კონცერნის, მან თრაქ ენდ ბასის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისათვის თეგეტა თრაქ & ბასი, ისეთი მძიმე და სოფლის მეურნეობის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორია საქართველოში, როგორებიცაა: MAN SCHMITZ CARGOBULL, CIFA, KH-Kipper, SZCZNIAK, PALFINGER, HYUNDAI, AMMANN, SHANTUI, XCMG, TEREX, BRANSON, ISUZU, WIELTON, SANY, FAUN, YOUTONG, ZIEGLER, DETANK და სხვა.

 

თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენტი

2007 წელს დაარსდა თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია შპს თეგეტა კონსტრაქშენ ექუიპმენტი – JCB-ის და DRESSTA-, ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. კომპანია გთავაზობთ ცნობილი ბრიტანული ბრენდის, JCB-ის სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია

2010 წელს დაარსდა თეგეტა მოტორსის შვილობილი ტრანსკავკასიური სადისტ-რიბუციო კომპანია (TDC), რომელიც შელის (Shell) საცხებ-საპოხი მასალების რეგიონა-ლური მაკრო დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანიის მიზანია შესთავაზოს რეგიონა-ლურ ბაზარს პრემიალური ბრენდების საუკეთესო პროდუქცია.

 

თეგეტა პრემიუმ ვიიქელს

შპსთეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ „პორშესადამაზდასოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2011 წელს კომპანიამ გახსნაპორშე ცენტრი თბილისი“, ხოლო 2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოიყვანა იაპონური ბრენდიმაზდა“.

 

პორშე ცენტრი თბილისი

პორშე დღესდღეობით ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის ავტომობილებიც, ნახევარ საუკუნეზე მეტია ხდება ავტო-ინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტი. ავტომოყვარულებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საშუალება აქვთ შეიძინონ ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და სასურველი ავტომობილი.

პორშე ცენტრი თბილისი ქართველ ავტომფლობელებს პორშეს უახლესი სამოდელო რიგის მთელ სპექტრს სთავაზობს. პორშე ნახევარ საუკუნეზე მეტია ყველას აოცებს და მსოფლიო ბაზარზე უმაღლეს ხარისხთან და სტანდარტთან ასოცირდება. მისი შემქმნელები მუშაობენ იმისთვის, რომ სისწრაფე, მანევრულობა და ელეგანტურობა გაერთიანდეს პრემიუმ კლასის ავტომობილში.

 

მაზდა ცენტრი თბილისი

მაზდა ცენტრი თბილისი ქართულ საავტომობილო ბაზარზე 2012 წლის მაისში შემოვიდა. საქართველოში მას წარმოადგენს შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს, რომელიც თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანიაა. ავტოსალონი წარმოდგენილია სამოდელო რიგის უახლესი ავტომობილებით თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში. მაზდა იაპონური ავტომწარმოებელია, მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. მსოფლიოში მაზდა ცნობილია იაპონური ხარისხით, გამძლეობით და დახვეწილი დიზაინით.

მაზდა განთქმულია ძრავის წარმოების ტექნოლოგიებით. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც სერიულ წარმოებაში გაუშვა ავტომობილები ვანკელის როტორული ძრავით. იგი არის ერთადერთი იაპონური მწარმოებელი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება Le Mans 24 საათიან რბოლაში გამძლეობაზე.

 

ტოიოტა ცენტრი თეგეტა

2013 წელს თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, საქართველოში ტოიოტას ახალი სერვისცენტრიტოიოტა ცენტრი თეგეტა დაარსდა. 2013 წელს თეგეტა მოტორსსა და ტოიოტა კავკასიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შედგა, ხოლო 2014 წელს კომპანიამ ტოიოტა კავკასიისგან ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის სტატუსი მიიღო. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.

 ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ტექ. მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებით და კვალიფიციური პერსონალით, რომლის წყალობით მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ კომფორტს და საუკეთესო შეთავაზებას ტოიოტას ავტომობილებსა და სერვისზე.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა . . თიბისი ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რომლის დროსაც თეგეტა მოტორსმა 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გვიპოვნეთ რუკაზე