დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

დიზელის სერვის ცენტრი

2013 წელს აშენდა თეგეტა მოტორსის ახალი მულტიბრენდული დიზელის სერვის ცენტრი თბილისში. მისი მთავარი ორიენტირია დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სპეც-ტექნიკის მომსახურება. სერვისცენტრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მისი ანალოგი მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს და ამიერკავკასიაში არსებულ სხვა ქვეყნებსაც ემსახურება.

ცენტრი მაღალი დონის აპარატურითაა აღჭურვილი და მსოფლიოში ცნობილი დიზელის აპარატურის მწარმოებლების სისტემების შეკეთებას ემსახურება. ამ ეტაპზე, ცენტრში ყველაზე მეტად BOSCH-ის მიმართულებაა განვითარებული; BOSCH-ის გარდა ცენტრი ემსახურება დიზელის აპარატურის ისეთ წამყვან მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა DENSO, DELPHI, VDO Diesel. სერვისში მომხმარებლებს ემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. იმისათვის, რომ მომსახურება მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ცენტრი აქტიურად ზრუნავს მექანიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ამიტომაც ისინი ტრენინგებს გადიან გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში და ა.შ. რამდენადაც ცენტრს აქვს მიღებული ავტორიზაცია, იგი მომხმარებლებს საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რაც თავისთავად მეტყველებს მომსახურების მაღალ ხარისხზე.

გვიპოვნეთ რუკაზე