დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ინვესტორებისთვის

საქართველოს შესახებ

 

საქართველო განლაგებულია ევროპისა და აზიის გასაყარზე და გამოირჩევა უძველესი ისტორიული მემკვიდრეობითა და უნიკალური კულტურით. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, სამხრეთით სომხეთი და თურქეთი.

საქართველო მდებარეობს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. ასევე შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან, რაც ქვეყნის დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

საქართველომ ქვეყნის განვითარების მიმართულებით მიაღწია მნიშვნელოვან  წინსვლას, განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო სექტორი, საარჩევნო ადმინისტრირება, მართლმსაჯულება და ადგილობრივი თვითმმართველობა. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის ივლისში. საქართველომ ასევე წარმატებით შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP).

დღეს, საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა.  საკუთრების უფლების დაცვა, ფისკალური სიჯანსაღე, სახელმწიფო ხარჯები, მონეტარული თავისუფლება ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც ქვეყანაში ქმნის ჯანსაღ და თავისუფალ ბიზნეს გარემოს, სწორედ ამ კრიტერიუმების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა, ახალი ინვესტიციების შემოდინება და თავისუფალი ბიზნეს გარემო.

 

 

 

Groupauto International-ს წევრი 

 

თეგეტა მოტორსი ბაზარზე ლიდერია საავტომობილო პროდუქტების მიწოდების და მომსახურების გაწევის სფეროში. იგივე წარმატებით სარგებლობს კომპანია კავკასიის ბაზარზე.

თეგეტა მოტორსი Group auto International-ს ოფიციალური წევრია და საქართველოში წარმოადგენს ისეთ უზარმაზარ და საყოველთაოდ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა Bridgestone, Michelin, Hankook, Varta, Exide, Optima, Shell, Motul, Meguin, Hengst, Zf Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Federal  Moguil და სხვა.

 

საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა

 

  • მოსახლეობა 3,7 მილ.
  • მშპ 14,0 მილიარდი USD.
  • მშპ, 3765 მილიარდი USD ერთი მოსახლეზე.
  • საქართველო მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. 
  • ინფლაცია 1,8
  • კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა
  • 2017 წლის მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე