დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდების უსასრულო გარანტიის პირობები

  1. შესყიდულ სამუხრუჭე ხუნდებზე განსაკურებული პირობა:

სამუხრუჭე ხუნდებზე წრიპინის (უსიამოვნო ხმის) დაფიქსირების  შემთხვევაში ზიანის კომპენსირება.

  1. მომხმარებელი  ვალდებულია:

სამუხრუჭე ხუნდებზე წრიპინის დაფიქსირებისას:

= 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში აცნობოს გამყიდველს აღნიშნული შესახებ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 (32) 2 26 44 44; =მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ზიანის ოდენობის შესამცირებლად და საქმის ვითარების გამოსარკვევად.

=შეასრულოს გამყიდველის მითითებები.

=ხელი შეუწყოს გამყიდველს ზიანის ოდენობის და მიზეზის დადგენაში.

=წარუდგინოს გამყიდველს შემდეგი დოკუმენტების ორიგინალები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სამუხრუჭე ხუნდების ბარათი, სამუხრუჭე ხუნდების შეძენის დამადასტურებელი ჩეკი.

=პრობლემის (წრიპინის) გამოვლინების შემთხვევაში მიმართოს თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს ავტომობილთან ერთად (რომელზეც დამონტაჟებულია შეძენილი ხუნდები). 

  1. სხვა პირობები:

4.1.   სამუხრუჭე ხუნდებზე განსაკუთრებული პირობა ამოქმედდება ბარათის შექმნის თარიღიდან.

4.2.  მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე ბარათით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას განსაკუთრებულ პირობის შესრულებაზე.

4.3.  მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევა ან ზიანის კომპენსირება თითოეულ შეძენილ სამუხრუჭე ხუნდზე მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.

4.4.  განსაკუთრებული პირობა ვრცელდება მხოლოდ აღნიშნული აქციის ფარგლებში შეძენილ სამუხრუჭე ხუნდებზე.

4.5.  წინამდებარე  ბარათით განსაზღვრული გამყიდველის ვალდებულება არ ითვალისწინებს სამუხრუჭე ხუნდების დაზიანებით გამოწვეული სხვა ზარალის ანაზღაურებას;

  1. ზიანის კომპენსირება

თითოეული განსაკუთრებული პირობა მხარეთა შორის რეგულირდება წინამდებარე სამუხრუჭე ხუნდების ბარათის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ვადებისა და შესაბამისი ანაზღაურების პროცენტის მიხედვით. კერძოდ:

 

ხუნდების შეცვლის შემდგომ გარბენი

ანაზღაურების % (ხუნდების შესყიდვის ღირებულებიდან)

0 – 2,000 კმ

100 %

2,001 – 5,000 კმ

50 %

5,001 – 7,000 კმ

25 %

7,001 – 10,000 კმ

10 %

≥ 10,001 კმ

5 %

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით