დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილების უსასრულო გარანტია

  1. შესყიდული სავალი ნაწილის დეტალებზე განსაკურებული პირობა:

შეცვლილი სავალი ნაწილის დეტალების დაზიანების/მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ზიანის კომპენსირება.

  1. მომხმარებელი  ვალდებულია:

სავალ ნაწილზე პრობლემის დაფიქსირებისას:

= 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში აცნობოს გამყიდველს აღნიშნული შესახებ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 (32) 2 26 44 44; =მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ზიანის ოდენობის შესამცირებლად და საქმის ვითარების გამოსარკვევად.

=შეასრულოს გამყიდველის მითითებები.

=ხელი შეუწყოს გამყიდველს ზიანის ოდენობისა და მიზეზის დადგენაში.

=წარუდგინოს გამყიდველს შემდეგი დოკუმენტების ორიგინალები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საგარანტიო ბარათი, სავალი ნაწილის დეტალების შეძენის დამადასტურებელი ჩეკი.

=პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს „თეგეტა მოტორსი“-ს სერვის-ცენტრებს ავტომობილთან ერთად (რომელზეც დამონტაჟებულია შეძენილი სავალი ნაწილის დეტალები). 

  1. სხვა პირობები:

4.1.   სავალი ნაწილის დეტალებზე განსაკუთრებული პირობა ამოქმედდება ბარათის შექმნის თარიღიდან.

4.2.  მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე ბარათით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას განსაკუთრებულ პირობის შესრულებაზე.

4.3.  მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევა ან ზიანის კომპენსირება თითოეულ შეძენილ სავალი ნაწილის დეტალზე მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.

4.4.  განსაკუთრებული პირობა ვრცელდება მხოლოდ აღნიშნული აქციის ფარგლებში შეძენილ სავალი ნაწილის დეტალებზე.

4.5.  წინამდებარე ბარათით განსაზღვრული გამყიდველის ვალდებულება არ ითვალისწინებს სავალი ნაწილის დეტალის დაზიანებით გამოწვეული სხვა ზარალის ანაზღაურებას;

  1. ზიანის კომპენსირება

თითოეული განსაკუთრებული პირობა მხარეთა შორის რეგულირდება წინამდებარე ბარათის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ვადებისა და შესაბამისი ანაზღაურების პროცენტის მიხედვით. კერძოდ:

 

სავალი ნაწილის დეტალის შეცვლის შემდგომ გარბენი

ანაზღაურების % (სავალი ნაწილის დეტალის შესყიდვის ღირებულებიდან)

0 – 10,000 კმ

100 %

10,001 – 15,000 კმ

75 %

15,001 – 20,000 კმ

50 %

20,001 – 25,000 კმ

25 %

≥ 25,001 კმ

5 %

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით