მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის დეტალების უსასრულო საგარანტიო პირობები
მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის დეტალების უსასრულო
გარანტიის პირობები
- საერთო პირობები
-
1.1. შპს „თეგეტა რითეილი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ უსასრულო გარანტიის მოქმედების პერიოდში, „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული, „კომპანიაში“ შეძენილი/შეცვლილი მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის დეტალი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
1.2. „პროდუქციის“ ანაზღაურების პირობები განსხვავდება სავალი ნაწილის პრემიუმ ბრენდის დეტალებსა (შემდგომში - „პრემიუმ ბრენდის პროდუქცია“) და მსუბუქი ავტომობილების ნაწილის ბიუჯეტური ბრენდის დეტალების (შემდგომში - „ბიუჯეტური ბრენდის პროდუქცია“) მიხედვით.
1.2.1. „პრემიუმ ბრენდის პროდუქცია“ განისაზღვროს შემდეგი ბრენდებით: AISIN, AJUSA, ALFA ROMEO, ARB, AUDI, BILSTEIN, BMW, BOGE, BOSCH, CADILLAC, CHEVROLET, CHRYSLER, CITROEN, CORTECO, CROWN, CTR, DAEWOO, DAIHATSU, DAYCO, DODGE , ELRING, FAG, FALGA, FEBI, FORD, FORMPART, GABRIEL, GENERAL MOTORS, GM, HDE, HONDA, HUMMER, HYUNDAI, INA, INFINITI, ISUZU, JAGUAR, JEEP, KAYABA, KIA, KOYO, KOYO/NSK, KYB, LAND ROVER, LEMFORDER, LEXUS, LR, LUK, MAZDA, MB, MERSEDES BENZ, MINI, MINI COOPER, MITSUBISHI, MMC, MOOG, MOPAR, NISSAN, NOK, NSK, NTN, NTN-SNR, OPEL, PEDDERS, PEUGEOT, PORSCHE, RANGE ROVER, RENAULT, SAAB, SACHS, SANGYONG, SKF, SKODA, SMART, SNR, SSANGYONG, SUBARU, SUZUKI, SWAG, TIMKEN, TOKICO, TOYOTA, TRUCKTEC, TRW, VAG, VAICO, VALEO, VOLKSWAGEN, VOLVO, VW, YAMAHA, ZF, ZF PARTS.
1.2.2 „ბიუჯეტური ბრენდის პროდუქცია“ განისაზღვროს ქსელში არსებული ყველა მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის ბრედნით გარდა „პრემიუმ ბრენდის პროდუქციისა“.
1.3. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.
1.4. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.
1.5. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ „პროდუქციაზე“.
- საგარანტიო ვადა
-
2.1. „პროდუქციაზე“ უსასრულო საგარანტიო პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს“ ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე, საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.
- საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
-
3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით.
3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას) წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული შკალის შესაბამისად.
3.4. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
3.5. თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.
3.6. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ გადახდის ვალდებულება.
3.7. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა თითოეულ შეძენილ სავალი ნაწილის დეტალზე მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.
4. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა
4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;
4.1.2. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;
4.1.3. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.
5. უსასრულო გარანტიის პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება
5.1. წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „ბიუჯეტური ბრენდის პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემიდან გასული პერიოდის მიხედვით შემდეგი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად:
5.2. წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „პრემიუმ ბრენდის პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემიდან გასული პერიოდის მიხედვით შემდეგი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად: