დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
20 თებერვალს „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთ ფილიალს გახსნა  

20 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული ახალი სავაჭრო კომპლექსის პროექტის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ ახალ სერვისცენტრს გახსნის.

„საპარტნიორო ფონდს“ მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

„თეგეტა მოტორსმა“ დამატებით 350 000 ლარზე მეტი ინვესტირება ჩადო აღნიშნულ პროექტში და სერვისცენტრი ევროპული ხარისხის დანადგარებით და მოწყობილობებით აღჭურვა. თვეების განმავლობაში მიდიოდა შერჩეული, ადგილობრივი კადრების მომზადება სათაო ოფისში, ქ. თბილისში, რომლებმაც სპეციალიზებული ტრენინგები გაიარეს პროდუქტების და სერვისის კუთხით. აღნიშნული სერვისცენტრი მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და სრულად დააკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის, თუ კლიენტის მოთხოვნებს.

დღეს „თეგეტა მოტორსი“ უცვლელი ლიდერია საავტომობილო პროდუქტების ბაზარზე. 1995 წელს დაარსებულმა კომპანიამ განვითარების დიდი და საინტერესო გზა განვლო და დღეს უკვე ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელშიც 6 შვილობილი კომპანიაა გაერთიანებული.

20 წლიანი გამოცდილება უსაფრთხო მომავლისთვის! ეს თეგეტას დევიზია, რაც უკავშირდება უდიდეს გამოცდილებას საავტომობილო სფეროში.

 


20 თებერვალს „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთ ფილიალს გახსნა

 


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით