დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
ახალი ფილიალი სამგორში

18 წლიანი გამოცდილების მანძილზე კომპანიისთვის ეს უკვე მე-18 ფილიალია საქართველოს მასშტაბით.

ახალ ობიექტზე მომხმარებელს კონსულტაციას გაუწევს პროფესიონალი და კვალიფიციური პერსონალი. ფილიალი მომხმარებელს ავტოსერვისთან ერთად მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ-ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: საბურავები, აკუმულატორები, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთები, ფილტრები, დისკები, ამორტიზატორები, სათადარიგო ნაწილები, ავტომობილის მოვლის საშუალებები და სხვა.

"თეგეტა მოტორსი" დღეს 300-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის პრემიუმ-ბრენდების: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF, TRW, Thermo King და სხვა. ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებით სარგებლობს საავტომობილო ზეთების პრემიუმ-ბრენდზე Shell.

"თეგეტა მოტორსი" უნივერსალური კომპანიაა, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც გულისხმობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.

 


ახალი ფილიალი სამგორში


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით