დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსში სავაჭრო პარტნიორების მორიგი დაჯილდოება გაიმართა

11 მარტს ,,თეგეტა მოტორსმა’’ უმასპინძლა სავაჭრო პარტნიორების ყოველწლიურ შეხვედრას.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ წლის წარმატებული სავაჭრო პარტნიორები.

კომპანიამ 2015 წლის შედეგების გათვალისწინებით, გამოავლინა გამარჯვებული პარტნიორები შემდეგ ნომინაციებში: 2015 წლის საუკეთესო გაყიდვები საბურავების, ავტონაწილების, საცხებ-საპოხი მასალებისა და აკუმულატორების მიმართულებებით.

ღონისძიებაზე დასახელდნენ მოწინავე პარტნიორები, რომლებსაც მიენიჭათ „თეგეტა მოტორსის“ ოფიციალური დილერის სტატუსი და გადაეცათ შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატები, ფულადი პრემიები და სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები.

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია "თეგეტა მოტორსის“ საბითუმო სავაჭრო ქსელის შემდგომი განვითარება.
ამჟამად კომპანიას საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი სავაჭრო პარტნიორი ჰყავს.

"თეგეტა მოტორსი“ მუდამ მზად არის ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის.

 


თეგეტა მოტორსში სავაჭრო პარტნიორების მორიგი დაჯილდოება გაიმართა


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით