დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
“Automechanika Frankfurt 2016”

“თეგეტა მოტორსი” მრავალი წელია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ავტოინდურსტრიულ გამოფენაზე, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანია „Automechanika Frankfurt 2016-ზე“ სხვადასხვა ინოვაციური პროექტებით წარსდგა.გამოფენამ სხვადასხვა ქვეყნიდან 136.000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. „Automechanika Frankfurt 2016“ საავტომობილო ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს წარადგინოს ინოვაციური პროექტები, დანადგარები და მომსახურება საერთაშორისო ბაზარზე. საგამოფენო ცენტრი Messe Frankfurt-ი ის ადგილია, სადაც მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ უშუალო კონტაქტი დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან. „თეგეტა მოტორსმა“ პოტენციურ   პარტნიორებს გააცნო მისი „ნოუ-ჰაუ" რაც გულისხმობს სერვისის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვს.


“Automechanika Frankfurt 2016”

„თეგეტა მოტორსის“ უნიკალური სერვისი მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული რაც მოიცავს:  მულტიბრენდულ ავტო-ტექ მომსახურებას, სრულ სერვისი მსუბუქი, კომერციული, სატვირთო და სპეც ტექნიკისთვის, „თეგეტა კომფორტი“ და ონლაინ პლატფორმა - „mycarhistory“.



გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით