21 აგვისტოს, ტრადიციულად ქ. ბათუმში, მეთერთმეტედ გაიმართა საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2016”, რომელსაც წარმოადგენს „თეგეტა მოტორსი “ და „ბრიჯსთოუნი“. წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ წრიული რბოლის სახით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 16-მა ავტო მრბოლელმა. რბოლაში ხოლოდ GTCC კლასის ავტომობილები იყო დაშვებული. 2016 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ რიგით მეთერთმეტე ავტო რალის გამარჯვებულები გახლავთ:
პირველი ადგილის და „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მფლობელი - გიგა ბიძინაშვილი, მეორე ადგილზე გავიდა - ირაკლი კაკაურიძე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა - თენგიზ ჩუბინიძემ, ასევე „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სპეციალურ ნომინაციაში "ყველაზე კანონ მორჩილი მრბოლელი" გაიმარჯვა - გიორგი ფირცხალაიშვილმა.
გახსენით