დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
ARB 4X4 ACCESSORIES-ის პროდუქცია

"თეგეტა მოტორსმა" მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, ARB 4x4 Accessories-ის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე შემოიტანა. ბრენდი, რომელსაც ყველა ოფროუდერი თუ მოგზაურობის მოყვარული იცნობს, უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

„თეგეტა მოტორსის" ქსელში არსებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მოიცავს: ამორტიზატორებს, ზამბარებს, ბამპერებს, ჯალამბარებს, ბლოკირებებს, საბუქსირე სტროპებს, მანქანის ასამაღლებელ კომპლექტებსა და აქსესუარებს: კარვები, ჩანთები და სხვა...

ARB 4x4 ავტომობილებისთვის განკუთვნილი აქსესუარების (4WD აქსესუარები) ყველაზე დიდი მწარმოებელი და დისტრიბუტორი ავსტრალიური ბრენდია, რომლის ისტორიაც 1975 წლიდან იწყება; კომპანიის დამფუძნებელი, ტონი ბრაუნი ავსტრალიის გოფრირებულ გზებზე, ექსტრემალური და მძიმე დატვირთვის პირობებში, საკუთარი ავტომობილით მოგზაურობამ შთააგონა. მელბურნში დაბრუნების შემდეგ, მოგზაურობის დროს გაჩენილი იდეები მან პრაქტიკულად განახორციელა და ასე შეიქმნა ბრენდი - ARB, ინიციალებით: ენტონი რონალდ ბრაუნი.

კომპანიის მთავარი მიზანია, მოამზადოს ავტომობილები შორეული და რთულ პირობებში მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით, უგზოობის გადალახვის დროს, როგორც მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალურ დონეზე. მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდის საექსპორტო ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

ARB-ს მიერ წარმოებულ და მსოფლიოში გავრცელებულ ყველა პროდუქტს აქვს მინიმუმ ორწლიანი გარანტია. აღნიშნული პროდუქციის ერთადერთ ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში „თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს.

 

სათანადო მომზადება რთული პირობებისა და უგზოობის გადალახვისთვის. 


ARB 4X4 ACCESSORIES-ის პროდუქცია


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით