"თეგეტაში" პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები მუდმივად იმართება. ამჯერად „თეგეტა აკადემიის“ აუდიტორიამ “BOSCH”-ის რუსულენოვან ტრენერს, ვლადიმერ ჩორნაუსს უმასპინძლა, რომელმაც კომპანიის საგარანტიო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის BOSCH-ის პროდუქციის საგარანტიო პირობების და მასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.
აღნიშნული ტრენინგი დადებითად იმოქმედებს ჩვენი პერსონალის კვალიფიკაციისა და მოტივაციის ზრდაზე, რაც ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ტრენინგი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც პრაქტიკულ ნაწილს, ისე რეალური საგარანტიო შემთხვევების განხილვას დაეთმო.
გახსენით