დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი 2013

2 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა „თეგეტა მოტორსისა" და „ბრიჯსთოუნის" უკვე მეცხრე ერთობლივი ტრადიციული ავტორბოლა „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი".

ყველაზე პრესტიჟულმა ავტორბოლამ ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით წელს უკვე საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვიენ „ბრიჯსტოუნ კორპორეიშენის" და „მიცუბიში კორპორეიშენის" წარმომადგენლები იაპონიიდან, ასევე დელეგაცია კოამპანია Motul-დან. შეჯიბრს დაესწრენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე „თეგეტა მოტორსის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით.

შეჯიბრის საპრიზო ფონდი წელს 10 000 ლარს შეადგენდა. ავტორბოლა 5 კატეგორიაში გაიმართა და ყველაზე ექსტრემალური სანახაობრივი რბოლის შემდეგ, 2013 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

Formula alfa:

  1. ლაშა ნადირაშვილი
  2. მევლუდ მელაძე
  3. დათო რამიშვილი

Legend Cars:

  1. არჩილ ბიძინაშვილი
  2. დათა ქაჯაია
  3. შოთა აფხაზავა

 

GT Unlimited

  1. სანდრო ცხადაძე
  2. არჩილ ბიძინაშვილი
  3. ვასილ ჭონიშვილი

 

GT up to 2000 cc

  1. არჩილ ბიძინაშვილი
  2. ზურა ბეჟაშვილი
  3. შაკო ციხელაშვილი

 

Mono Class

  1. მევლუდ მელაძე
  2. დავით მენთეშაშვილი
  3. სანდრო ლომაძე

აღსანიშნავია, რომ „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" მფლობელი მხოლოდ ის მრბოლელი გახდება, ვინც 3-ჯერ ზედიზედ მოიგებს მას.

ღონისძიების გენერალური სპონსორი - „მოტული" - საავტომობილო ზეთი ექსტრემალური დატვირთვებისთვის. ოქროს სპონსორი - ნავთობკომპანია „გალფი", რომელმაც გამარჯვებულები საწვავითა და ენერგეტიკული სასმელით დააჯილდოვა. ღონისძიების სპორტული მხარდამჭერი - "თბილისიმარათონი", ექსკლუზიური მედია მხარდამჭერი - რუსთავი 2, ინტერნეტ მხარდამჭერი - Myvideo.ge, საინფორმაციო მხარდამჭერა - ჟურნალი EGO MEN, რადიოები: ფორტუნა, ფორტუნა +, ავტორადიო, არ დაიდარდო; აღნიშნული შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით. 

 


ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი 2013



გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით