დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
დიზელის სერვის ცენტრი

„თეგეტა მოტორსში“ ახალმა, მულტიბრენდულმა დიზელის სერვისცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. მისი მთავარი ორიენტირია დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა და სპეც-ტექნიკის მომსახურება.

  • მაღალი დონის, ძვირადღირებული აპარატურითაა აღჭურვილი და მსოფლიოში ცნობილი დიზელის აპარატურის მწარმოებლების სისტემების შეკეთებას ემსახურება. ამ ეტაპზე, ცენტრში ყველაზე მეტად BOSCH-ის მიმართულებაა განვითარებული. BOSCH-ის გარდა, ცენტრი ემსახურება დიზელის აპარატურის ისეთ წამყვან მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Denso, Delphi, VDO Diesel. დიზელის სერვისცენტრი „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალშია განთავსებული. ცენტრის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საწვავი სისტემების აპარატურის მაღალი ხარისხის რემონტი. ამისათვის, სერვისცენტრი ძვირადღირებული სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო-სარემონტო სტენდებითა და დანადგარებით აღიჭურვა.

სერვისის მომხმარებლებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. იმისათვის, რომ მომსახურება მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ცენტრი აქტიურად ზრუნავს მექანიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ისინი ტრენინგებს გადიან: გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში და ა.შ. დიზელის სერვისცენტრი ორიენტირებულია სწორედ იმ ტექნიკური დეტალებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტზე, რომლებზეც ყველაზე დიდია მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე. ცენტრს აქვს მიღებული ავტორიზაცია, ამიტომ ის მომხმარებლებს საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რაც თავისთავად, მეტყველებს მომსახურების მაღალ ხარისხზე.

თუ ავტომობილი დიზელის სერვისცენტრში შემოვიდა დიაგნოსტირების ჩასატარებლად, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, მაგალითად, დიზელის საწვავის მაღალი წნევის ტუმბოს გაუმართაობა, მისი შეკეთებისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი ტექნოლოგიური პროცესების დაცვა. სერვისცენტრი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მოწყობილია სატესტო სტენდებით აღჭურვილი ე.წ. „სუფთა ოთახები“, რომლებშიც ავტომობილის დიზელის საწვავის სისტემის აგრეგატების შეკეთება ხდება. ამ რთული პროცესის დროს სისუფთავე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილობის თითოეული ელემენტი საჭიროებს განსაკუთრებულ შერჩევას: სპეციალური ხელსახოცი, სუფთა ფეხსაცმელი, აგრეგატის შიდა კომპონენტების ქიმიურ ხსნარში გარეცხვა, სპეციალური სავენტილაციო სისტემის მეშვეობით სარემონტოდ დაშლილი დიზელის აგრეგატების კომპონენტების მტვრის ნაწილაკებისგან დაცვა და სხვა... სერვისცენტრში დაცულია ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესები, რაც გულისხმობს მოხსნილი აგრეგატის გარეცხვას, დაშლას, დეფექტაციას, განფასებას, კლიენტთან ფასის შეთანხმებას, აწყობას, სტენდზე ტესტირებას და გარემონტებული აგრეგატის ავტომობილზე მონტაჟს. ცენტრს წვდომა აქვს პრემიუმ ხარისხის ნაწილებზე და ტექნიკურ ბაზებზე. მის ჩამოყალიბებამდე, მომხმარებელი იძულებული იყო, არაოფიციალური სერვისებისთვის მიემართა.

დიზელის სერვისცენტრი პასუხისმგებელია ხარისხზე და მომხმარებელთა მოთხოვნებს მისაღებ ფასებში აკმაყოფილებს. სერვისი ემსახურება დიზელის აპარატურით აღჭურვილ მსუბუქ ავტომობილებს, მიკროავტობუსებს, სატვირთო და მძიმე ტექნიკას, როგორებიცაა: თვითმცლელები, ბულდოზერები, ექსკავატორ დამტვირთველები და ა.შ.

სერვისცენტრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს, მისი სერვისები ამიერკავკასიაში არსებული სხვა ქვეყნების მომსახურებაზეც ვრცელდება.

 


დიზელის სერვის ცენტრი


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით