„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მისი უცვლელი ლიდერია. თეგეტა წარმოადგენს უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში საავტომობილო პროდუქტების სფეროში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ 300-ზე მეტ ლიდერ კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და მათი მეშვეობით ვანვითარებთ საქართველოში საავტომობილო სფეროს.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი იწყება და მოგვეცა საშუალება ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ პროექტის განხორციელებაში. "Check in Georgia" ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და მის, როგორც კულტურული ცენტრის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით. ეს კი განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ "თეგეტა მოტორსი", როგორც დარგის ლიდერი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს.
გახსენით