დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსი CONTINENTAL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

3 ინვისს, თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში, Continental-ისა და თეგეტა მოტორსის ურთიერთპარტნიორობის აღსანიშნავი საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ბიზნეს თანამშრომლობის შედეგად, თეგეტა მოტორსი Continental-ის საბურავების ავტორიზებული წარმომადგენელი იქნება საქართველოში და ამიერიდან კომპანია თავის მომხმარებელს კიდევ ერთი, პრემიუმ ბრენდის საბურავებს შესთავაზებს. პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანებისთვის.

ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრენ თეგეტა მოტორსის და Continental-ის რეგიონალური ოფისის მენეჯმენტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი მშვილდაძემ და Continental-ის რეგიონალური ოფისის გენერალურმა დირექტორმა ალი ოკან თამერმა. „ჩვენი კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებლების კმაყოფილება, რომელიც უპირველეს ყოვლისა მაღალი ხარისხის პროდუქციითა და სერვისით მიიღწევა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვარჩიეთ თანამშრომლობა მსოფლიო ბაზარზე ცნობილ, ისეთ მსხვილ საბურავების ბრენდთან როგორიცაა Continental-ი“ - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ხარისხი და საიმედოობა წარმოადგენს აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველს და იმედი გამოთქვა, რომ Continental-ის საბურავები პოპულარობით ისარგებლებს ქართველ მომხმარებლებს შორის.

ალი ოკან თამერმა ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ავტოინდუსტრიის სპეროში ამიერკავკასიის ბაზარს გააჩნია: „საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი რეგიონია ჩვენთვის. ჩვენ ვაპირებთ ამ რეგიონში ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ მოღვაწეობა, როგორსაც ევროპაში ვანხორციელებთ და დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები Continental-ის მაღალხარისხიანი საბურავებით, რომლებიც შექმნილია მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით.“ ამასთან ერთად, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თეგეტა მოტორსს და Continental-ს გრძელვადიანი მიზნები ამოძრავებთ, და გამოთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ხანგრძლივი, სტაბილური, წარმატებული და პროდუქტიული ორივე კომპანიისთვის.

Continental-ი გერმანული ლიდერი ბრენდია პრემიუმ კლასის საბურავების წარმოებაში, რომელსაც 140 წლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით იგი მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი და ინოვატორი კომპანიაა. საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ავტოპროდუქტების მომწოდებლებთა შორის, იგი პირველ ხუთეულში იკავებს პოზიციას. 2014 წელს განხორციელებული 34.5 მილიარდი ევროს ოდენობის გაყიდვებით, ის მსოფლიოს მოწინავე ავტო მომწოდებლების რიგებში დგას. ის საბურავების მიმართულება 24 საწარმოსა და პროდუქციის განვითარების ცენტრს მოიცავს. კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას მასშტაბური წარმოების და კვლევისა და განვითარების მიმართულებაში მუდმივი ინვესტირების წყალობით. 

 


თეგეტა მოტორსი CONTINENTAL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით