დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსი OFF ROAD-ის მხარდამჭერია

ექსტრიმმა და ადრენალინმა ქართველი OFF ROAD-ერები გააერთიანა. უგზოობის პირობებში ბრძოლა პირველობისთვის შეჯიბრის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს ღია ჩემპიონატი OFF ROAD Trial-ში მთელი წლის მანძილზე „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს. შეჯიბრის საბოლოო, მეოთხე ეტაპი
უკვე სექტემბერში გაიმართება. სწორედ ამ დროს გამოვლინდებიან საქართველოს ჩემპიონები. შეჯიბრი ხუთ კატეგორიაში ტარდება: სტანდარტი, ორიგინალი, მოდიფიცირებული, პრომოდიფიცირებული და პროტო. ჩემპიონატი საქართველოში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე იმართება. იქ, სადაც რელიეფი ექსტრემალური
სპორტისთვის შესაფერისია. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები. „თეგეტა მოტორსი“
ტურნირებზე საკუთარი ეკიპაჟითაა წარმოდგენილი.

„თეგეტა მოტორსი“ ხელს უწყობს „ოფროუდის“ განვითარებას საქართველოში და ჩემპიონატის ყოველ ეტაპზე ექსკლუზიურ პარტნიორ ბრენდებთან თანამშრომლობით, მრბოლელებისთვის სათანადო პრიზებს აწესებს. შეჯიბრის სხვადასხვა ეტაპებზე „თეგეტა მოტორსი“ წარმოდგენილი იყო: სპეციალურად ოფროუდისთვის განკუთვნილი აკუმულატორების ბრენდით - Optima, პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთით, Shell helix, სპეციალურად ოფროუდისთვის განკუთვნილი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდით - ARB 4x4 Accessories, Motul-ის საავტომობილო ზეთით, რომელიც სპეციალურად მაღალი და ექსტრემალური
დატვირთვებით მომუშავე ავტომობილებისთვისაა შექმნილი. აღნიშნული ექსტრემალური სპორტის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროდუქციის მაღალი ხარისხი და ავტომობილების სათანადო მომზადება რთული პირობებისა და უგზოობის გადალახვისთვის. 

 


თეგეტა მოტორსი OFF ROAD-ის მხარდამჭერია


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით