დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსი ბორჯღალოსნების პარტნიორია 

7 ნოემბერს „თეგეტა მოტორსსა“ და „საქართველოს რაგბის ფედერაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც “თეგეტა მოტორსი” საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრების პარტნიორი გახდა.

 

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ასევე ხელი შევუწყოთ რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ"

 

თავის მხრივ, საქართველოს რაგბის ეროვნული კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან ყოველგვარ ჩართულობას და მხარდაჭერას. “კომპანია „თეგეტა მოტორსის“ დაინტერესება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დღეიდან ჩვენი პარტნიორია და ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განვითარებას“- აცხადებენ „საქართველოს რაგბის კავშირში“.


თეგეტა მოტორსი ბორჯღალოსნების პარტნიორია 

"თეგეტა მოტორსი" მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე