„თეგეტამ“, ახალქალაქში (დ. აღმაშენებლის ქ. 41) ახალი ფილიალი გახსნა. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ამ ყველაფერს „თეგეტა“ ერთ სივრცეში გთავაზობთ და ახლა უკვე ახალქალაქშიც.
ახალი სერვის ცენტრის პროექტში 1 100 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. დასაქმდა 20-მდე ადგილობრივი, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსები „თეგეტას აკადემიაში“ გაიარეს. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკა-დანადგარებით. მომხარებელს საშუალება აქვს შეიძინოს როგორც მსუბუქი და 4X4-ზე ავტომობილისთვის, ასევე სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო, სპეცტექნიკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, ზეთები, ფილტრები, დანადგარები, სპეც-მოწყობილობები, აკუმულატორები და სხვა.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
გახსენით