დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
ZF-ისა და თეგეტა მოტორსის ერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები გერმანიაში გაემგზავრებიან

თანამშრომელთა და პარტნიორთა წახალისების მიზნით, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ კომპანია ZF-თან ერთად 3 თვიანი კონკურსი „ჩემპიონთა ლიგა“ ჩაატარა. გამარჯვებულებს შორის გამოვლინდნენ, როგორც თეგეტა მოტორსის თანამშრომლები, ისე კომპანიის სავაჭრო პარტნიორები. ისინი გერმანიაში ქ. შვაინფურტში გამეგზავრებიან, სადაც SACHS-ის კვლევით ცენტრსა და ქარხანას ეწვევიან.

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებიდან გამარჯვებულები გახდნენ: შოთა სუბელიანი, ლაშა დუღაშვილი, დავით მინდიაშვილი და ბიძინა ტაბატაძე. კონკურსში ასევე, გაიმარჯვეს „თეგეტა მოტორსის“ სავაჭრო პარტნიორებმა: შპს ავანგარდი XXI-მ, შპს F123 მოტორსმა და ი/მ დავით მერაბიშვილმა.

კომპანიამ დააჯილდოვა ასევე, ჩემიპონთა ლიგის წარჩინებული კონურსანტები, ვინც განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი და იბრძოდა გამარჯვების მოსაპოვებლად: დავით ჭელიძე, მიხეილ აბზიანიძე და ნიკოლოზ ბასილაძე. „თეგეტა მოტორსმა“ და კომპანია ZF-მა, სერტიფიკატებთან ერთად, მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

თეგეტა მოტორსი მომავალშიც გეგმავს მსგავსი კონკურსების ჩატარებას თანამშრომელთა წახალისების მიზნით.

 


ZF-ისა და თეგეტა მოტორსის ერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები გერმანიაში გაემგზავრებიან


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით