დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
ZF-ის სამუშაო შეხვედრა

ავტოსათადარიგო ნაწილების მსოფლიო ბრენდმა "ZF"-მა ტრადიციული სამუშაო შეხვედრა (kick-off) საქართველოში პირველად გამართა. ანალოგიური დონის შეხვედრები ყოველწლიურია და აქამდე ძირითადად უკრაინაში იმართებოდა, თუმცა წელს მოხდა გამონაკლისი, და აღნიშნული შეხვედრა და კომპანიის 2012 წლის შედეგების შეჯამება საქართველოში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ "ZF"-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში „თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ZF-ჯგუფის წარმატებული კლიენტი და პარტნიორი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წარმომამდგენლები.


„კონცერნი ZF-ი წარმოადგენს მსოფლიოს ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ გიგანტს. კომპანია აწარმოებს ავტომობილის ნაწილებს, არამარტო მსუბუქი ავტომობილებისათვის არამედ სატვირთო და კომერციული ავტოტრანსპოირტისთვის. ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ აღნიშნულ კონცერნთან, და გასულ წელს ჩვენმა ბრუნვებმა სერიოზულ თანხებს მიაღწია, რითაც ძალიან დაინტერესდნენ ZF-ის წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება ყოველ წელს კიევში იმართებოდა და პირველი ინციდენტია, როდესაც საქართველოში ZF-ის შემაჯამებელი შეხვედრა იმართება. იმედი გაქვს, რომ ანალოგიური შეხვედრების ჩატარება საქართველოში ტრადიციული გახდება"- განაცხადა „თეგეტა მოტორსის" აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ ჯიმშიაშვილმა.


„ეს არის ტრადიციული შეხვედრა, რომელიც 9 წელია სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, თუმცა თბილისი ჩვენი მასპინძელი პირველად არის. დღევანდელ შეხვედრას ZF-ის ყველა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ 2012 წლის მიღწევები და სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელეთ"- აცხადებს ZF service-ის რეგიონალური მენეჯერი კრისტოფ ჰანი.


აღსანიშნავია, რომ ZF-ის სათაო ოფისი გერმანიაშია, ტრადიციული kick-off შეხვედრა კი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. საქართველოში სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოვიდნენ საავტომობილო სფეროში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წამომადგენლები გერმანიიდან, ავსტრიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა...

 


ZF-ის სამუშაო შეხვედრა


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით