დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
ბელიაშვილის ქუჩაზე ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა 

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე „თეგეტა მოტორსმა“ ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ სპეცტექნიკის ნაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, საბურავები, აკუმულატორები, დამატებითი მოწყობილობები და სხვა აქსესუარები.

 

აღნიშნულ სეგმენტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ ცალკე მაღაზიაში წარმოგვედგინა ნებისმიერი კატეგორიის სპეცტექნიკის ფართო ასორტიმენტი. აქ მომხმარებელს დახვდება მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ორიგინალი, ისე ალტერნატიული და ბიუჯეტური პროდუქცია. მაღაზია მოემსახურება, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.

 


ბელიაშვილის ქუჩაზე ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა 

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე