დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017 

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წლის ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა-„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“ გაიმართა. საქართველოს რიგით მეთორმეტე ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში „თეგეტა მოტორსმა“ და „ბრიჯსტოუნმა“ წარმოადგინა, შეჯიბრის გენერალური სპონსორი კი „მოტული“ გახლდათ. რბოლაში ავტომობილების სამი ხვადასხვა კლასი: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარსი და კომპაქტ კლასი იღებდა მონაწილეობას.

 

შეჯიბრი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

გამარჯვებულები გახდნენ:

  • ფორმულა ალფა - სანდრო თავართქილაძე;
  • ლეგენდა ქარს - შოთა აფხაზავა
  • კომპაქტ კლასი - ვასილ ჭონიშვილი. 

 


ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017 

ავტორბოლის საპრიზო ფონდი, 12000 ლარს შეადგენდა, რომელიც თითოელ კლასში გამარჯვებულ სამივე მრბოლელს თანაბრად გაუნაწილდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე