დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანამა უნდა მაიქციოს ყურადღება, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში, როცა გაცილებით მეტს ვმოგზაურობთ და ქვეყნის მასშტაბით იზრდება მობილობა.

 

„თეგეტა მოტორსი“ შეუერთდა  ჰოლდინგის ახალ კამპანიას - „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - და კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე გააკეთა. 

უსაფრთხოების დაცვისას, უმთავრესია ავტომობილის გამართვა და რიგი საკითხების გათვალისწინება, რათა თავიდან ავირიდოთ უსიამოვნო შემთხვევები და დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვათა კეთილდღეობა.  სწორედ უსაფრთხოებას ეხება  პოდკასტი,  სადაც   საუბარია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც გასათვალისწინებელია ავტომობილის მძღოლებისათვის, რათა თავიდან აირიდონ შესაძლო გართულებები.  იხილე პოდკასტი

 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ავტომობილის  მანიშნებლების განმარტებითი წიგნაკი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ავტომობილის ძირითადი  მანიშნებლების  შესახებ. მასში ახსნილია თითოეული მანიშნებლის მნიშვნელობა, რომლის ცნობამაც , შეიძლება, თქვენ და თქვენი ავტომობილი მრავალი პრობლემისგან გიხსნათ. ჩამოტვირთე წიგნაკი

 

ახალი კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის ავტომობილის გამართულობაზეც იზრუნებს და  სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებას შესთავაზებს.

უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თქვენ შეგეძლებათ შეამოწმოთ თვენი ავტომობილის მდგომარეობა და გამართოთ, სანამ შორ გზაზე გაემგზავრებით ( იხილე შეთავაზებები ).

 


იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით