დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
კომპანია „KNORR-BREMSE“-ის  ტრენინგი  

მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, „თეგეტა აკადემიის“ აუდიტორიაში, კომპანია „KNORR-BREMSE“-ის გეგმიური ტრენინგი გაიმართა თემაზე: „ABS და EBS სისტემების ექსპლუატაცია და დაზიანებების დიაგნოსტიკა სატვირთო ავტომობილებისთვის და მისაბმელებისთვის“. ტრენინგი ჩატარდა „MSX International“-ის შუამდგომლობით.

 

ტრენინგს დაესწრო  როგორც თბილისის ისე რეგიონების, ის თანამშრომლები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ავტომობილების და მისაბმელების ელექტრო-პნევმატურ სამუხრუჭე სისტემებთან და ახორციელებენ სარემონტო სამუშაოებს.

 

აღნიშნული ტრენინგი ჩვენი თანამშრომლებისათვის მაღალი მნიშვნელობისაა. ისინი, მიღებულ ცოდნას პრაქტიკული მუშაობისას გამოიყენებენ. 


კომპანია „KNORR-BREMSE“-ის  ტრენინგი  

 

„Knorr-Bremse“-ის ჯგუფი „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიაა და წარმოადგენს სარკინიგზო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებების, სამუხრუჭე სისტემების მსოფლიო წამყვან მწარმოებლს, რომელსაც საუკუნოვანი მოღვაწეობა აქვს თავის სფეროში. 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე