დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის.

საქართველოში პირველი თოვლი უკვე მოვიდა, ზამთრის დადგომასთან ერთად მოამზადე ავტომობილი ზამთრისათვის თეგეტაში.

 

გამოცდილი მძღოლები ზამთრისათვის ავტომობილის მომზადებას აკუმულატორის შემოწმებით იწყებენ, რადგან აკუმულატორი ავტომობილის ელექტრო სისტემის ერთადერთი კვების წყაროა. შეამოწმე შენს ავტომობილში აკომულატორის რესურსი სრულიად უფასოდ. ან შეარჩიე ახალი, სწორად შერჩეული აკუმულატორი უზრუნველყოფს სწრაფ სტარტს ეფექტურად მუშაობს ზამთრის ცივ დღეეებში და არ საჭიროებს დამატებით მომსახურებას.

 

საბურავი, ავტომობილის საიმედოდ გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეცვალე ზაფხულის საბურავი ზამთრის საბურავით, რადგან ზაფხულის საბურავში არსებული კაუჩუკის და რეზინის შემცველობა კარგავს თავის თვისებებს, საბურავი ხდება ხისტი, იზრდება მოცურების საშიშროება. ზამთრის საბურავი კი გაცილებით საიმედოა გზის ცივ ზედაპირზე, ის თავისი რბილი ზედაპირით საიმედოდ ეჭიდება მას. სწორედ ამიტომ საჭიროებს ავტომობილი საბურავების სეზონურ ცვლას.

 

ეწვიეთ ჩვენს სერვის ცენტრებს და საუკეთესო ფასად შეიძინე ნებისმეირი ზომის ზამთრის საბურავი ნებისმიერი ავტომობილისთვის, ხოლო ზაფხულის საბურავი შეინახე ჩვენთან, თეგეტას საბურავების სასტუმროში.  

 

 


მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის.


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით