დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
რუხის სავაჭრო ცენტრში „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა

16 ივნისს, რუხის სავაჭრო ცენტრში, საქართველოში ავტო სერვისის ლიდერმა კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი „თეგეტას აკადემია“ გახსნა და გააფართოვა არსებული ფილიალი. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით. სასწავლო ცენტრის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეგიონში, ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში.

„თეგეტას აკადემია“ უზრუნველყოფს ავტორიზებული პროფესიული პროგრამების შესწავლას ავტომობილების მიმართულებით (დუალური განათლების მოდელი), სწრაფი გადამზადების კურსებს, სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები. აქვე განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში მომუშავე თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. „თეგეტა მოტორსმა“ რუხის სავაჭრო ცენტრის ფილიალში 40-მდე ადგილობრივი დაასაქმა. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. „თეგეტა მოტორსის“ განახლებულ სერვის ცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. ასევე რუხის ფილიალში მომხმარებლები „ტაქს ფრი” სისტემით ისარგებლებენ. აქვე წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.

რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. კომპლექსი 10 შენობით არის წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტის დაცვით.სავაჭრო ფართები აღჭურვილია გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების თანამედროვე სისტემებით. რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მას შვილობილი კომპანია შპს „რუხის სავაჭრო ცენტრი“ მართავს.

 


რუხის სავაჭრო ცენტრში „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა

გვიპოვნეთ რუკაზე