დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისი

სპეცტექნიკის უმსხვილეს ბრენდებს საქართველოში „თეგეტა“ წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდების ტექნიკის გაყიდვებთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. ავტოინდუსტიირს ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე. სწორედ ამიტომ სერვისცენტრების გარდა მომხმარებელს ადგილზე მომსახურებას, მობილური ჯგუფების საშუალებით სთავაზობს. მობილური ჯგუფები საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას მოემსახურება.

აღნიშნული სერვისის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ - მობილური სერვისი თუშეთში


ზვიად ახლოური „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სწრაფი, ხარისხიანი მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. გვსურს ამ სფეროში მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ. შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია, სარემონტო დანადგარი და აგრეთვე გავზარდოთ სათადარიგო ნაწილების ადგილზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ ტექნიკის რემონტზე მოცდენის პერიოდი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მომხმარებელს ვთავაზობთ მობილური ჯგუფების მომსახურებას. საქართველოს მასშტაბით, მუდმივ მზადყოფნაშია 12 მობილური ჯგუფი. მათი არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სპეცტექნიკის მფლობელთათვის ტექნიკის გაუმართაობით გამოწვეული უქმე დღეები პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებთან არის კავშირში.“


კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სერვისი, სპეცტექნიკის მიმართულებით, სწრაფი შეკვეთების შესაძლებლობაა. დეტალების დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში ტრანსპორტირება მომხმარებელს დამატებითი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს. „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება სამშენებლო, სასაწყობე, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრებში ტექნიკისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების ჩატარებაა შესაძლებელი. მათ შორის, ელექტრო დიაგნოსტიკა, ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, ტრანსმისიის და სავალი ნაწილის შემოწმება- შეკეთება, ასევე, სრული სახარატე სამუშაოები და ვულკანიზაცია. მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია.


,,თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულება მომსახურეობას უწევს ისეთ ცნობილ მსოფლიო ბრენდებს როგორიცაა, ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ნომერ პირველი ბრენდი JCB, ასევე Doosan, Caterpillar, Volvo, Leibherr, Bomag, Komatsu, XCMG, Ammann და ა.შ.

 


სპეციალური დანიშნულების
ტექნიკის სერვისი


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით