დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
 ვინ ვართ და რას ვაკეთებთ 

“თეგეტა მოტორსი”  არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს საავტომობილო ბიზნესის სექტორში და საავტომობილო პროდუქტების და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს როგორც კორპორატიულ, ისე ინდივიდუალურ კლიენტებს.  კომპანია დაახლოებით 10,000 კორპორატიულ კლიენტს და 800 საბითუმო სავაჭრო ერთეულს ემსახურება, გააჩნია დახვეწილი სავაჭრო და მომსახურების ინფრასტრუქტურა, რომელიც წარმოდგენილია როგორც თბილისის ისე საქართველოს დიდი ქალაქების 22 დიდ ფილიალში.  მსუბუქი და დიდი ავტომობილების, სატვირთოების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეციალიზირებული მოწყობილობის დიაგნოსტირება და შეკეთება ხორციელდება ავტორიზებული პროგრამების გამოყენებით. 

 

22 წლიანი გამოცდილებით, „თეგეტა მოტორსი“ ბაზრის ლიდერია საავტომობილო პროდუქტების და სერვისების მიწოდების სფეროში, მისი წლიური გაყიდვები 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ჩვენი გაყიდვების დიდი მოცულობის შესანაარჩუნებლად და მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ საავტომობილო პროდუქტების 15 მილიონ დოლარამდე მარაგს ვფლობთ, სადაც შედის სათადარიგო ნაწილები, ზეთები და საპოხი მასალები, საბურავები და სხვა. 


 ვინ ვართ და რას ვაკეთებთ 

“თეგეტა ჰოლდინგი“ 5 შვილობილ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმოამდგენლები არიან, როგორიცაა ”   MAN, Hyundai heavy equipment, JCB, Toyota, Porsche და Mazda.  “თეგეტა მოტორსი”   GROUPAUTO INTERNATIONAL-ის ოფიციალური წევრია და საქართველოში წარმოადგენს 300-ზე მეტ მოსფლიოში ცნობილ საავტომობილო ბრენდს და კომპანიას, როგორიცაა    Bridgestone, Michelin, Hankook, Falken, Westlake, Starmaxx, Daewoo, Koryo, Optima, Shell, Mobil, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, TRW, ATE, DAYCO, Contitech, Corteco, LUK, FAG, Bremi , NTN-SNR, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Knor-Bremse, Wabco, Federal Mogul, Hofmann, IPC Portotechnica, Nussbaum, Esco, Texa, Teco, Telwin, Rema Tip top, Toptul, Matrix, Hitachi, Makita  და სხვა.

“თეგეტა მოტორსი” მკაცრად ორიენტირებულია პარტნიორობაზე. კომპანია ისწრაფვის ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი და სასარგებლო ურთიერთოებები საერთაშორისო კომპანიებთან. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ აქტიურად ვეძებთ პარტნიორებს.    

გვიპოვნეთ რუკაზე